ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2011


განაჩენი

ვწერ და წერა-მწერლის ბეცი ნება
დამდევს, მიფერმკრთალებს განათებებს.
მე კი -  ისე მწარედ მეცინება,
თითქოს, გადავეცი ანათემებს
ჩემი წერა-მწერლის ბეცი ნება.

სიბნელეში დგება ჩუმი განაჩენი,
როგორც უშენობა - სულში შემოდგომა.
განა არ მიყვარხარ, ანდა - განა ჩემი
ბრალია, რომ გიწევს, ჩემო, დგომა
სიბნელეში. დგება ჩუმი განაჩენი.

თვალებს ვერ გისწორებ-მეთქი,
მეტკინება:
სიბნელე და ჩემი ჩუმი განაჩენი!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები