 | ავტორი: ჩამი ჟანრი: პოეზია 18 სექტემბერი, 2011 |
მეძინა და სიზმარს ვხედავდი რა თქმა უნდა, სიზმარში მეგონა ცხადი იყო ყველაფერი და ცხადშიც ცხადი მგონია ის სიზმარი.. პატარა ქვეყნის დემოგრაფიულ რუკაზე თავკომბალას მიაგავდა ქალაქი, რომელში მცხოვრებ ყოველ ადამიანს(ადამიანსაც ალბათობით უწოდებდი) სახის ნაცვლად სასვენი ნიშნები აჩნდა, ხოლო სხეულით_მიწასვწვდების გამოხატავდნენ. ჩაის დასალევად კაფეში შესულს კითხვისნიშნიანი მიწასვწვდები მომიახლოვდა და დაუდევრად მატაკა თითი თვალში, რომელსაც გააოცება-ელდანაკრავი ვახამხამებდი. _შენისთანები ამ ქალაქში აღარ არიან ან დროზე წადი, ან_მაგიდისიქეთისაკენ კითხვისნიშნის კავი ისე მიატრიალა სხეულში თითქოს ათასობით ვატი დაირხა გამაჟრიალა. იქ, მაგიდის მიღმა კიდევ, კაფეს კუთხეში, თითქოს ვინმემ ცხოვრების ეკრანს * ღილაკი შეაყინაო გარს ეხვეოდნენ ზუსტად ჩემგვარ ადამიანს_ კიდევ უფრო საოცარი, ის მე ვიყავი და თვალებში შევცქეროდი ძახილისნიშანს. ამოვისუნთქე. წერტილები მეცნენ სახეში, გავიქეცი და, მძიმეები მიჭერდნენ მუხლებს ოთხივე მხრიდან სამწერტილი მეტაკა უცებ, გადამკოჭეს და, დამამგვანეს უსასრულობას.. ისევ ვხედავდი, ისევ ვგრძნობდი, და ცრემლი მომწყდა და დავარდა იმ რუკაზე, იმავ წერტილში სადაც ქალაქი თავკომბალას დამსგავსებოდა ის ქალაქი გადაიქცა ვეება ბაყაყად, და აყიყინდა ხოლო იმქალაქელ მიწასვწვდებიებს ეს არ აღელვებთ. მათ ყურები არ ჰქონდათ რომ ხელებით დაეფარათ, არც ხელები ჰქონდათ, ბედნიერები. მხოლოდ არსებობდნენ და მრავლდებოდნენ. მე მქონდა ხელები, რომელიც უხელებოებმა გადამიგრიხეს და ვერავინ მიფარავდა ყურებს, სწორედ ამიტომ ქალაქის ყიყინი მახსენებდა, _მე ძალიან უბედური ვარ! ჯერ კიდევ ადამ და ევას დროს ვაშლი ვიყავი, ვიყავი მთვარე, თავად ვიყინებოდი, ხოლო ჩემს სხივქვეშ ერთმანეთს ათბობდნენ ადამიანები. ამირანი ვიყავი კავკასიის მთაზე გერმანიაში ვიყავი ებრაელი და ახლა, როცა ჩაის დასალევად მოვიცალე ორი ვიყავი და მევე გავხდი ჩემი ცხოვრების სასვენი ნიშანი.
ყველაფერი სიზმარში ვნახე თუ მართლა უსასრულობა ვიყავი? ცხადია, ეს ქალაქი დემოგრაფიულად მართლა ძალიან ჰგავს თავკომბალას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. რა თქმა უნდა, სიზმარში მეგონა ცხადი იყო ყველაფერი.......:) 5 რა თქმა უნდა, სიზმარში მეგონა ცხადი იყო ყველაფერი.......:) 5
3. ყველაფერი სიზმარში ვნახე თუ მართლა უსასრულობა ვიყავი? ++ ყველაფერი სიზმარში ვნახე თუ მართლა უსასრულობა ვიყავი? ++
2. ქეთ მომენატრე :-* ქეთ მომენატრე :-*
1. ილუსტრაციის დამატება როგორ უნდა? ილუსტრაციის დამატება როგორ უნდა?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|