ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანგო
ჟანრი: იუმორისტული
23 სექტემბერი, 2011


೫೫೫ ტარაკანი როგორც უკანალი (ნოველა ტარაკნზე) ೫೫೫

როცა კარადის კარები გამოვაღე, ჯერ ზურგით იყო, შემობრუნდა და ერთი წამით დამაკვირდა. ამერიკაში გამარჯვების გამომხატველი ორი თითივით აიშვირა ულვაშები მაღლა და განავლით დამძიმებული პამპერსივით ჩოციალა უკანალი, ამორტიზატორჩამტვრეული ფერარივით მოასრიალა და გაიქცა. მეც მშვიდობა ვუთხარი ჩემი თითებით და მისგან დარჩენილი პური ფრთხილად მოვტეხე, რადგან ალაგ-ალაგ  პურს მისი ტალახიანი Fეხების ნაკვალევი ეტყობოდა.- ბინძურია და მოკალი! -მაინც ვერ ასწავლი ჭკუას. თუმცა ამას რა ვასჭავლო , მეც ასეთი ვარ..
რამდენჯერაც წიგნებში დამჭირდა ქექვა ამა თუ იმ მასალის ამოსაწერად, ვერცერთხელ მაქსიმ გორკის წიგნს ვერ მივეკარე. მთელი კლანით არიან მისეული და როგორც კი წიგნს შევეები, მთელი კლანი ისე თევქუდმოგლეჯილი გარბის, გეგონება  ნაჯახ-დანების მოსატანად გარბიან:
- დაგაჭრით თითებს, მეორედ აქ არ დაგინახოო"
ჰოდა არც მე დავლოდებივარ მათ დაბრუნებას, იქნებ მართლა მოეჭრათ თითები?! -გამომიცჰნდნენ ეგენიც რუსული ლიტერატურის კრიტიკოსები!..
ამას წინათ გამომეღვიძა და ვხედავ ჩემს შიშველ მკერდზე წამოწოლილა ერთ-ერთი ამათთაგანი ქალბატონი, ალბათ ქალბატონი აბა მამრს ჩემს მკერდზე რა უნდოდა?!
იგრძნო რომ გავიღვიძე, შემომხედა, ამერიკული გამარჯვების გამომხატველი ორი თითივით აისვირა წამწამები და ზანტად, ღამეგათანგული ქალივით ნელა დაიწყო გადასვლა მკერდიდან ზეწარზე.
მე კი არ დავაცადე, ქუჩაში მოხსნილ ძუკნასავით ვკარი ხელი და საწოლიდან მოვისროლე. მაშინ გავიფიქრე ცხოვრებაში ყველაზე აბსურდული რამ პირველად: -იქნება შევუყვარდი. არა იქნებ ადამიანები უყვარდებათ და ჩვენ კი ამას ვერ ვხვდებით. აუ რა მტანჯველი სიყვარულია...
  ღმერთო შენ მიშველე!!!
ალბათ მალე სკამზე დაჯდომისას, მე იქეთ მომიწევს ამერიკული გამარჯვების გამომხატველი ორი თითის ჩვენება და პანჩურ-ამორტყმული შნირივით გაქცევა. მთელი ცხოვრებაა ტარაკნებთან ერთად ვცხოვრობ და ისინიც როგორც უკანალი არც თუ ისე საყვარელი მაკრამ ჩემთან არიან.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს