 | ავტორი: ფენ-იქსი ჟანრი: თარგმანი 25 სექტემბერი, 2011 |
ჩემი პირველი თარგმანია. იმედია მოგეწონებათ.
მე შენს თვალებში ქცერისას ვამჩნევ, გრძნობებმა იწყეს გაფერმკრთალება მაგრამ ძვირფასო, როცა შენს მკლავებს ჩემში მოვიქცევ... ნუთუ ვერა გრძნობ რომ ჩემს სიყვარულს შეჰყრია სენი მსგავსად შენისა. მარადიული არაფერია და ჩვენც კარგად ვიცით რომ გულს გრძნობის ბოლომდე შენახვა არ შეუძლია. ო, როგორ რთულია ანთებულ კელაპტრით იდგე ცივ, ნოემბრის წვიმაში ... ო, როგორ რთულია.
უკვე რახანია ქაოსს დავიბუდეთ , ამაოდ ვეჭიდებით ბალახს, ქანცგაწყვეტილს. ტკივილს და იარებს ხომ ვეღარ მოვაშუშებთ , ვერც ამ ღრმა ორმოებს, ზეცამდის აწყვეტილს. სატრფოთ ყოველთვის უდგებათ მომენტი, როცა გრძნობები აღწევენ იმ "წყვეტილს" როცა ყველაფერი საწყისს უბრუნდება და დაბრუნებაც იქ დასვამს წერტილს
ნეტავ შეგვეძლოს დროს მოვპაროთ ჩვენი გრძნობების ლურჯი დღეები მეცოდინება , რომ ჩემი იყავ, საფლავის ცივ ქვას უმალ ვემთხვევი. თუკი სიყვარულს კვლავ უხმობ ჩუმად , ნუ დაიმორცხვებ, ნუ შეშინდები მეც შევწყვეტ ტაატს წვიმაში, ცივში, ნოემბრისაში, ობლად ვსველდები.
ვიცი რთულია დაცლილი გულით იარო როცა მეგობრებიც კი ბასრ მახვილებს დრო და დრო გცემენ მაგრამ თუ შეძლებ ამთელო გული სულ ცემენტ-ცემენტ გვიანი ხომ არ იქნება შენი ბაგეთა კოცნა?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. საიდან და ვინ თარგმნეთ, ეგებ მიგეთითებინათ...ან დაგედოთ... ასე როგორ შეადაროს მკითხველმა თარგმანი ორიგინალს? საიდან და ვინ თარგმნეთ, ეგებ მიგეთითებინათ...ან დაგედოთ... ასე როგორ შეადაროს მკითხველმა თარგმანი ორიგინალს?
1. მოკითხვა ფენ-იქნსს :) მაგრამ ორიგინალიც უნდა დადო ხოლმე თარგმანთან ერთად :) მოკითხვა ფენ-იქნსს :) მაგრამ ორიგინალიც უნდა დადო ხოლმე თარგმანთან ერთად :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|