ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზთ
ჟანრი: იუმორისტული
25 სექტემბერი, 2011


"გადაგვარება ევროპულად?" ანუ "მისi's?" (ერთი საჭირბოროტო ამბავი)

ინტერნეტ სივრცე ძალზე დიდი,
ვეშვები ნისლში
მივწერე გოგოს: "პრივეტ მის ლალი :)"
"მის არა, მისის!"
"გათხოვილი ხართ?პარდონ მაშინ"
დავკარგე ნიჭი,
ის კი აგრძელებს, მეკითხება:
"დამიფრთხი ბიჭი?"
გოგო ლამაზი, ტანკერანი
არის სულ ოცის,
რაც მართალია მომეწონა,
"დავკერო მე ის?"

გათხოვილია უკვე გითხარით
გოგოა ოცის,
"ამაღამ სახლში მარტო ვარო და
ჩემთან მოდი!"
ფიქრებში მწარედ მოვიღრუბლე
აღარ ვარ მშვიდი,
იქნება ქმარი ნაჯახით ხელში,
კარებთან მიცდის?
-------------------------------------------
კარებთან ვდგავარ გაბადრული
უკვე ვარ მშვიდი,
აღებს ქალი და: "პრივეტ მის ლალი :)"
"მის არა, მისის!"
ქალი ლამაზი, ტანკენარი.
წყნარი და ფლიდი,
ღამე მუშაობს არ ეშინია
ამიტომ მას ქმრის...
მერე დალევა, ცეკვა, რამე,
მუსიკა ვისი?
კარგი მუსიკა, რაც მთავარია,
ქალიც წინ მიზის...
ქალი ლამაზი, ტანკენარი
სულ რაღაც ოცის,
ვეხები ოდნავ მის მუხლებს და
სტოპ! ქალს ვიღაც სხვისს!
საოცარ ღამეს გავატარებთ,
ვიცი, ეს ვიცი,
"სხვისი ხარ ლალი" ვეუბნები,
"არც არავისი!"
მეუბნება და თან სარკასტულად,
ფლიდად მიღიმის,
უნდა გავრისკო, ვერ გავძლებ ასე,
ვაჰ ღმერთო, იხდის...
თითს მიქნევს ქალი, ოხ რა ქალი,
"მოდი აქ ბიჭი!"
ჩამოწვა ღამე ბნელი, საზარი
და კითხვა ვინ ვის?
----------------------------------
საინტერესო ღამის ამბავი
მგონი არც არის...
----------------------------------------
ვკოცნი ქალს, კედელს ვაჩერდები,
წუთებია რვის...
ეეჰ ავდგე უნდა "კარგად მის ლალი..."
ვერ ვიოკებ ჟინს,
ძილში მპასუხობს, თვალსაც არ ახელს:
"მის არა მისის!"
გახევებული ვეღარ ვგებულობ
ვიცვამ თუ ვიხდი?
ქუჩაში გასულს, სუფთა ჰაერზე
სიგარით პირში
ვეკითხები თავს ფიქრში წასული
"არის კი "მის ის?"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები