ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეკლათეა222
ჟანრი: პროზა
2 ოქტომბერი, 2011


ტკივილი

ის იდგა და გაყინული მზერით დასჩერებოდა მეუღლის უსიცოცხლო სხეულს, იდგა  და დუმდა, ცრემლგამშრალი, ხმადაკარგული, უემოციო, გაფიტული...
  რამდენი ხანია არაფერი დაუნახავს მეუღლის თვალებში, გადაეჩვია მათში მზერას. ახლა კი, ახლა იმდენი რამ ეწერა უკვე დახუჭულ უპეებზე... როგორ დამიღლიაო, გაიფიქრა და უმალ გაფანტა ფიქრები, არ უნდოდა გაყოლოდა აზრებს...
  სასაფლაოზეც არ ჩამოვარდნია ცრემლი, გაქვავდა თითქოს!
  ღამით კი ძილი არ მოვიდა, ერთი, ორი და კიდევ მრავალი უძილო ღამე... საკუთარ გულზე, სხეულზე გრძნობდა რა მძიმე იყო უცხო მიწა. გრძნობდა როგორ დაკრძალა თავი ცოცხლად...
  ახლა გააცნობიერა აქამდე მისთვის ამოუცნობი: აი, თურმე რატომ არ ტოვებენ მიცვალებულებს უცხო მიწაში...მძიმეა უცხოეთის მიწა, ძალიან მძიმე და რაც უფრო მძიმეა მით მეტია მიზიდულობაც, კიდევ არის ფულის შოვნის, არსებობისათვის ბრძოლის დიდი სურვილი.
  ის ქალი არ იყო ვიღაც...  ვიმედოვნებ მივებარები ქართულ მიწას!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები