ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2011


პაპსა

როგორც შარშანდელი თოვლის ფანტელები,
ისე დამჩნევია თვალებს მარმარილოდ,
მზერა ამაყი და ოდნავ შიშნარევი -
ცდილობ ამარიდო ან შორს გამარიდო.
ვეღარ გავატანე შხამი - სადარდელი,
მართლა საფიცარო, შორს ხარ სანატრელო,
სიტყვას დამიზნებულს გულში დანანებით,
ცდილობ ამაცილო - გვერდზე ჩამიაროს.
ასე გაგრძელდება?
მკითხავს მატიანე,
ვეღარ დაგნებდები, სულში გეურჩები,
უფლის ძღვენი იყოს რაც მე ავიტანე!
ამას უკვე ვიცი ვეღარ გადურჩები.
ციხე-დარბაზები - თეთრი მარმარილო,
ბრწყინავს ოქროსფერი შიში განტევების,
ცდილობ ამარიდო,
ან შორს გამარიდო -
როგორც შარშანდელი თოვლის ფანტელები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს