ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2011


. . . შემოდგომისფერი თვალები . . .

შემოდგომისფერ ქუჩების ბოლოს,
ჩემსკენ მოიწევს ღვთაების მსგავსი.
არ დააბიჯო დავარდნილ ფოთოლს,
თავმოწონებით რომ იქნევს ქარი.

დავინახე და აზრებში გასკდა,
ნეტავ ჩამახრჩოს თაფლისფერ თვალში,
მაგრამ ოცნება ოცნებად დარჩა,
უდროოდ მელან-დაცლილი კალმის.

გულში აცივდა, მალე ხომ მოთოვს,
ოქტომბრის ხეებს ფერები გასდით.
არ დააბიჯო დავარდნილ ფოთოლს,
იმან ხომ შენთვის მოიკლა თავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები