ცა გადავფარე,ფიქრის შორეთი მე ამ სამყარომ ჩვილი დამტოვა. ახლა რატომღაც ისევ მოვედი, აქ მოსული რომ, მაინც მარტო ვარ? ჩემი თვალები არის შეშლილი, ვერ გადავიტან ამდენ მოლოდინს. ჰოდა, დაუსვი ბოლოს წერტილი. როგორც გინდა და როგორც გენებოს. აწი, არაფერს ვიტყვი საგნებო, აქ ყოფნისას თუ რამეს ვშიშობდი. ჩემს გზას მე უფრო კარგად გავიგნებ, აქ მოსვლამდეც, რომ უკეთ ვიცნობდი.