ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2008


მომეჩვენა

მტკვარი ღვინობისთვის
ფოთლებს მიასვენებს,
იქვე თოლიებიც,
რიყის გაყოლებით,
ვითომ აჯავრებენ
მოხუც მებადურებს
ლუდის დაყოლებით
დროს რომ ატყუებენ...
ჰოდა, ჩავედი და
დიდხანს მათევზავეს,
კიდეც დავითვერი
ქაფიანი პივით,
მერე მომეჩვენა,
ვითომ წინ მიმავალს
ქუჩა მოგყვებოდა
გრძელი შლეიფივით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები