ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუცი
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2011


* * * (სხვა)

ხანდახან მთვარეს სტუმრადა ჰყავს დედამიწიდან ოცნება მიწის,
ფიქრი ცის და დარდი შუაღამის.
ჩამოსხდებიან.დაიდგამენ ღრუბლების ტაბლას.
გათენებამდე ვარსკვლავების სასმისებიდან
სვავენ ღვინოს და ავიწყდებათ მათი მისია.
  წუხელ სარკმელთან სიყვარულზე უმღერა ბიჭმა.
  გოგოს თვალები ჰგვანებია ზღვისფერ ქალაქს და
  ისევ ჰყოლია მთვარეს სტუმრად ოცნება მიწის
  ფიქრი ცის და დარდი შუაღამის.
  ჩამოიფარეს ღრუბლების ტაბლა.
  დავიწყებული მისიის გამო,
ზღვისფერ ქალაქში ცა  ცრემლებს ღვრიდა.
გაწვიმდა ისევ!
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები