ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი_ჯაფარიძე
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2011


მე მაქვს კიბო

...შეხება ხელების ცივდება მაშინ,
როცა გვერდით მყოფს ხმამაღლა ვეძახი თითქოს.
სატანამ ღიმილით გამხვია შარში,
როდესაც სისხლის სურნელი ლოკავდა ღვინოს...

გრძნობები ზეცის მიწის სართულზე ჩადის
ტუჩის მაგივრად,ლოყას მომიშვერ როცა.
ღამით,ქალაქში სიკვდილი დადის
ჩემ სახლთან ხშირად მას უწევს მოცდა.

...ალკოჰოლს მაფურთხებს ეშმაკი პირში,
მკვდარი ჰაერი ნაზად ჩაკაწრავს ფილტვებს.
ხალხში იზრდება შიმშილის შიში,
ქალიშვილი მდიდრებს ულოკავს სირ...

ვნებიანი შეხებები სადღაც შავ-თეთრში გაქრა,
შენ მე გამაგდე სახლიდან სახელად ნატვრა.
სიზმრად იქცევა შენი სულის ლამაზი ფერები
ოცნებით გაჟღენთილ მოგონებებს ვეფერები.



...ჩემს ნერვებს მუქად ასდის ქაოსის ალი,
ხელი მომკიდე,თორემ შორს წამიყვანს სიცივის ქარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები