ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არა_ვინ
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2011


ახლა.

ახლა ქარია და შემოდგომა,
ისე... ვეღარ ვიტან ნოსტალგიებს.
თითქოს უნებურად ჩამობნელდა,
ალბათ ,განწყობასაც მაპატიებ.
სევდა შეიპარა ნაფიქრალმა,
ისევ წარსულში თუ დააბიჯებს...
უკვე აგარავინ მენატრება,
ალბათ უშენობა დამაფიცე.
ისევ ქარია და შემოდგომა...
წვიმა თეთრ ფიფქებსაც შეიპარებს.
ჩემი მონატრება გავიწყდება,
მე კი... მომავალი შევიფერე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები