 | ავტორი: ზეუსი ჟანრი: პროზა 26 ოქტომბერი, 2011 |
-ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტე შევეშვა. უბრალოდ ავდგე და თავი მივანებო. ანდა რა მრჯის? ქილიკი, ირონია, კრიტიკა და სულ მცირე მოწონება, ისიც ნახევარი ჩემი ახლობლების თუ ნათესავების. ბევრი საერთოდ არც აქცევს ყურადღებას. დევს მაღაზიის ვიტრინებში ეს ჩემი ცოდვით სავსე ჩანაწერები, ოდნავი სინესტე და ობიც დაედება. ყიდვით არავინ ყიდულობს. ლიტერატურულ საიტებზე დადებულთ კი მრავლად ყავს კრიტიკოსი, დიდაქტიკური თუ დამცინავი ტონით რომ არჩევენ და მარცხვენენ- ნაღვლიანი ხმით შემომჩივის ერთი ნაცნობი მწერალი, დგას ასე ტროტუარზე, არც იცის მაინტერსებს თუ არა მისი მონოლოგი, შავი ქოლგისთვის შეუფერაბია თავი, თავზე შავი შლაპა დაუხურავს, ჭეშმარიტად 30-იანი წლების იტალიური წარმოშობის ამერიკელი მაფიოზია ჰოლივუდური ფილმებიდან. ოღონდაც ერთია, თვალებში ნაღველი ჩასდგომია და თითქოს ბეჩავი გამოხედვა აქვს, მორჩილი. აი რატომაც არ არის მაფიოზო-გულში ვასკვნი, ვდგავარ უხერხულად ქუჩაში,ოდნავ მხრებში აწურული, ის კი თავის პალტოს სითბოდან მიმზერს და ელის რომ ვანუგეშო,აბა მე მკითხოს?ნუგეში და სითბო მე მჭირდება თუ მჭირდება. თხელი მაისურის ამარა ვარ გამოსული,პურის ყიდვა მინდოდა ე.წ მარკეტში და შემეჩეხა მოულოდნელად. მამაჩემის ძველი მეგობარია. -მამა როგორ გყავს?-მეკითხება და აგრძელებს, პირის დაღებასაც არ მაცლის- აი რომ ვფიქრობ რომ აღარ დავწერ...პატარაც აღარ ვარ, 50-ს გადავაბიჯე უკვე, ეს ნაწერებია ჩემი იმედი,ჩემი სიხარული. გული მიკვდება ასე რომ აქილიკებენ თავს ესხმიან. მესმის ჰო, თანამედროვე ცხოვრებას ვერ ვუწყობ ფეხს, ცოტა ძველ მოდური ვარ, ძველ ამბებზე ვწერ, დისკოთეკები და სექსი-მექსი ჩემი საქმე არაა, აქ მაპატიე ძმისშვილო გავკადნიერდი ცოტა, მაგრამ განა ის წლები საინტერესო არაა?-ფიქრიან სახეს იღებს . მიყურებს და ალბათ ცდილობს წაიკითხოს რას ვფიქრობ მე. მე კი სიტყვები ვერ მომიფიქრებია, ან რა უნდა ვუთხრა, კიდევ ერთხელ მოვუკლა გული მრავალთაგან გულმოკლულს? -იქნებ საინტერესოდ არ ვწერ-აგრძელებს მონოტონური ხმით ისევ ის-იქნებ ჩაიარა უკვე ჩემმა წლებმა, უკანასკნელ კაპიკებს ვხარჯავ, გამომცემლობიდან გამომცემლობაში დამაქვს ეს ნაწერები, რომ ვინმე დავითანხმო და გამომიქვეყნოს, ბოლოს ისევ ძველი ნაცნობობა მშველის, დავიღალე უკვე,შევწყვეტ და ჩემი ცხოვრებაც შეწყდება ვგრძნობ.იცი ყველაზე ცუდი რაა? ჩემი მეგობრები, მეზობლები, ახლობლები, ნათესაობა, ისევ იმ ცნობილ და პატივსაცემ პიროვნებად მცნობენ,გზაში რომ შემხვდებიან მოწიწებით მესალმებიან, ტრანსპორტში ადგილს მითმობენ და ა.შ, ჰოდა შევეჩვიე ამას, ასე მგონია გაქრება ეს ყველაფერი.-ნაღვლიანად ჩაუღუნავს თავი, ღრმა ფიქრებში წავიდა ალბათ, დრო ვიხელთო ჯობია ახლავე, ოქტომბრის ბოლოა და მოგეხსენებათ სუსხი უკვე ძვალ-რბილში ატანს,თან თუ წვიმს მითუმეტეს. -იცით ბატონო ალექს... -ბოდიშით ძმისშვილო, გაწყვეტინებ, რამდენი წლის ხარ ახლა შენ? -23 ის ვხდები მარტშ... -ჰოო-სითბო უდგება თვალებში-მახსოვს მარტის ბოლო იყო, რომ გავიგეთ ეგ ამბავი გამოვვარდით მე და გუჯა, გუჯა ხო გახსოვს? ცხონებული, შარშანწინ...პრინციპში ეს სხვა თემაა, რას გეუბნებოდი? ჰო, გამოვვარდით მე და გუჯა სამშობიაროში,თან იმ დროს სხვა დრო იყო, ვემზადებით მამაშენთან ერთი პატარა “რიტუალისთვის” და... -წამით წყვეტს და მაჩერდება. -და ბატონო ალექსანდრე?-გავხალისდი ცოტა-შამპანურები და ამბავი ალბათ ჰო?-ვცდილობ გამოვიცნო მომდევნო ნაბიჯი. -და შამპანურები კი დავლიეთ ძმისშვილო-მიღიმის და განცდას მიტოვებს რომ სულ სხვა “რიტუალზე” საუბრობდა სულ ცოტა ხნის წინ-ეხ, რამდენი ხანია არ მინახავს მამაშენი, არა, არა ახლა არა,მეჩქარება ახლა, სხვა დროს შემოგივლით-დათრგუნულია თითქოს,შემცბარი, კეთილი თვალები აქვს და საოცრად ნაღვლიანი. -სად მიგეჩქარებათ ბატონო ალექსანდრე? ერთ-ორი საათი არაფერს წყვეტს. -სახლში, ხომ იცი მარტო ვართ მე და ჩემი ცოლი-სითბო ეღვრება ხმაში-ავადმყოფობს ამ ბოლო დროს ცოტ-ცოტას, აი- მიჩვენებს ხელში ჩაბღუჯულ პარკს-წამლები მიმაქვს მისთვის, ისედაც გამიგრძელდა ლაპარაკი. -თქვენ მეუღლეს ხომ მოწონს თქვენი მოთხრობები?-ვუღიმი, მგონი ვაგნებ გამოსავალს. თვალები უბრწყინდება ვხედავ, ისევ სალაპარაკოდ არის შემართული. -კი, ძალიან უყვარს, ჩემს მოთხრობებში ხომ ჩვენი ძველი ამბებია, ჩვენი სიყვარული, ის დრო , რომელიც გვენატრება, რომელიც არასდროს დაბრუნდება უკან. მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენე დრო ძმისშვილო-მეუბნება და ხმა უკანკალებს უკვე. -ბატონო ალექსანდრე თქვენი ნაწერები ძალიან მნიშვნელოვანია დამიჯერეთ-ვუღიმი და უკვე მჯერა რომ,მართლაც ასეა. -დიდი მადლობა, ნახვამდის ძმისშვილო. -კარგად ბრძანდებოდეთ. ნელი ნაბიჯით მიუყვება ტროტუარს, წვიმა სასტიკად ცრის მე კი მგონი დამავიწყდა რომ მციოდა ხუთი წუთის წინ. მისი მოთხრობები უნდა წავიკითხო. მობილური მირეკავს, ინსტიქტურად ვიღებ ყურმილს და ვპასუხობ: -გისმენთ. -მეგ მე ვარ-ნიკოა, იცინის, გიჟივით იცინის-რა გახევებული დგახარ ქუჩაში, მანქანიდან დაგინახე, შედი სახლში გამოიცვალე, არ გამიცივდე, საღამოს მაგარ ადგილას მიმყავხარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ეს ძალიან გვიან ხომ არ წავიკითხე ახლა მე? :) და ჩემთვის ყველაფერი გასაგები, მისაღები და მოსაწონი იყო აქ! ეს ძალიან გვიან ხომ არ წავიკითხე ახლა მე? :) და ჩემთვის ყველაფერი გასაგები, მისაღები და მოსაწონი იყო აქ!
18. მე მოწონს სათაურიც და შინაარსიც, თხრობა, დიალოგი და მონატრება სწორედ იმ დროსი, რომელოც აღარ დაბრუნდება და შენ იმ დროში გინდა დაბრუნება წუთიერად მაინც! მე მოწონს სათაურიც და შინაარსიც, თხრობა, დიალოგი და მონატრება სწორედ იმ დროსი, რომელოც აღარ დაბრუნდება და შენ იმ დროში გინდა დაბრუნება წუთიერად მაინც!
17. რა თქმა უნდა მაინტერესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემს აზრზე დავრჩები. ნაწარმოებში სხვა რამეზე უნდა ხდებოდეს დაკვირვება და არა სქესზე პერსონაჟის, ასე მგონია მე და კიდევ ბევრს, ანუ ეს საერთოდ მეასეხარისხოვანია. საინტერესო იქნებოდა დაგეწყო გოგოს მდგომარეობით სანამ პურზე ჩავიდოდა მარკეტში. ამინდს რაც შეეხება, ძალიან ზოგადად ამბობ, თითქოს ოქტომბერი სულ ასეთი იყოს და ამასწინებზე 25 ოქტომბერი იყო მემგონი ჩვენი პრეზიდენტი რომ ბანაობდა :) თან ქუთაისის კლიმატი მოგეხსენებათ :) +2 გრადუსი ყველა ქალაქთან შედარებით :))
რა თქმა უნდა მაინტერესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემს აზრზე დავრჩები. ნაწარმოებში სხვა რამეზე უნდა ხდებოდეს დაკვირვება და არა სქესზე პერსონაჟის, ასე მგონია მე და კიდევ ბევრს, ანუ ეს საერთოდ მეასეხარისხოვანია. საინტერესო იქნებოდა დაგეწყო გოგოს მდგომარეობით სანამ პურზე ჩავიდოდა მარკეტში. ამინდს რაც შეეხება, ძალიან ზოგადად ამბობ, თითქოს ოქტომბერი სულ ასეთი იყოს და ამასწინებზე 25 ოქტომბერი იყო მემგონი ჩვენი პრეზიდენტი რომ ბანაობდა :) თან ქუთაისის კლიმატი მოგეხსენებათ :) +2 გრადუსი ყველა ქალაქთან შედარებით :))
16. უღრმესი მადლობა მე-15 კომენტარს. აი ასეთი კრიტიკა მომწონს :))) რაც შეეხება ნაწარმოების სათაურს, ვფიქრობ სწორად არის მოტანილი, თუ დაგაინტერსებთ აგიხსნით კიდეც. სხვათაშორის გოგონა რომ ესაუბრება მაგიც ჩანს აქ :)) სულ ცოტა დაფიქრება უნდა. რაც შეეხება დროს, ოქტომბერში დავწერე ეს მოთხრობა, და სხვათაშორის ზუსტად ასეთი ამინდი იყო,რაც აქაა აღწერილი.მოვლენები თბილისში არა, ქუთაისში ვითარდება :))) "დაჟე" ის ადგილიც ვიცი ზუსტად. დანარჩენ შენიშვნებს გადავხედავ აუცილებლად. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. უღრმესი მადლობა მე-15 კომენტარს. აი ასეთი კრიტიკა მომწონს :))) რაც შეეხება ნაწარმოების სათაურს, ვფიქრობ სწორად არის მოტანილი, თუ დაგაინტერსებთ აგიხსნით კიდეც. სხვათაშორის გოგონა რომ ესაუბრება მაგიც ჩანს აქ :)) სულ ცოტა დაფიქრება უნდა. რაც შეეხება დროს, ოქტომბერში დავწერე ეს მოთხრობა, და სხვათაშორის ზუსტად ასეთი ამინდი იყო,რაც აქაა აღწერილი.მოვლენები თბილისში არა, ქუთაისში ვითარდება :))) "დაჟე" ის ადგილიც ვიცი ზუსტად. დანარჩენ შენიშვნებს გადავხედავ აუცილებლად. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ.
15. ძალიან არ უხდება სათაური, ასე მგონია, სხვა ვარიანტის რჩევა მე არ შემიძლია, მაგრამ კავშირი ტექსტსა და სათაურს შორის სამწუხაროდ ვერ დავინახე, სათაური ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს და არცერთ ვარიანტში ბუნდოვანი არ უნდა იყოს, საჭიროა იყოს საინტერესო, დამაინტრიგებელი... სხვა საკითხებს რაც შეეხება: სულ მეგონა მთელი ტექსტი, რომ ბიჭი ესაუბრებოდა ბატონ ალექსანდრეს :) მეგ - მეგი ალბათ :) და ბოლოში ეს გადასვლა ძალიან არ მესიამოვნა, ყოფილიყო ბიჭი და უკეთესი ფინალიც აუცილებლად იქნებოდა. (ან ვცდები) ალექსანდრეს მონოლოგს რაც შეეხება, აქაურების 50 წელს გადაცილებულების (+-7) 90% მონოლოგს ჰგავს, დანარჩენ ათში 2% ღირსეულად დაიცავს თავის ნაწარმოებს და 8% თავი დიდებული პოეტი ან პროზაიკოსი ჰგონია, ეჰ, მესმის საიდანაც შთაგეგონა ეს მონოლოგი. სექსი-მექსი -> ცოტა მოხუცებული სომეხის სარითმო წყვილი მგონია, შოვინისტი არ ვარ, ეს არავინ იფიქროს, ქართველებს გვაქვს მსგავსი სექსი-კექსი, ეს უფრო კარგი იქნებოდა ვგონებ. -23 ის ვხდები მარტშ... -> აქ თუ -> 23 ვხდები ... სთან შეწყვეტდი უფრო გამოჩნდებოდა მისი ხასიათი და ისიც რომ კარგად ახსოვს, რომ ეს ზუსტად მარტი იყო და ა.შ.
არის კიდევ რამოდენიმე დეტალი რომელზეც ყურადღების მიქცევა აუცილებელი მგონია, ნაწერი აუცილებლად ითხოვს გადახედვას, როგორც აღნიშნა მესამე კომენტარის ავტორმა.
პ.ს. ოქტომბრის თვეც ცუდად შერჩეული მგონია, მოვლენები ალბათ თბილისში ვითარდება და მითუმეტეს, ნოემბრის მეორე კვირის რომელიმე კონკრეტული დღე უფრო კარგი იქნებოდა ასე მგონია, ნაწარმოებში მსგავსი კონკრეტიკები ძალიან მომგებიანია, თუნდაც საათი პირობითად 13:13, დღე პარასკევი, ტემპერატურა 18 და ა.შ. ძალიან არ უხდება სათაური, ასე მგონია, სხვა ვარიანტის რჩევა მე არ შემიძლია, მაგრამ კავშირი ტექსტსა და სათაურს შორის სამწუხაროდ ვერ დავინახე, სათაური ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს და არცერთ ვარიანტში ბუნდოვანი არ უნდა იყოს, საჭიროა იყოს საინტერესო, დამაინტრიგებელი... სხვა საკითხებს რაც შეეხება: სულ მეგონა მთელი ტექსტი, რომ ბიჭი ესაუბრებოდა ბატონ ალექსანდრეს :) მეგ - მეგი ალბათ :) და ბოლოში ეს გადასვლა ძალიან არ მესიამოვნა, ყოფილიყო ბიჭი და უკეთესი ფინალიც აუცილებლად იქნებოდა. (ან ვცდები) ალექსანდრეს მონოლოგს რაც შეეხება, აქაურების 50 წელს გადაცილებულების (+-7) 90% მონოლოგს ჰგავს, დანარჩენ ათში 2% ღირსეულად დაიცავს თავის ნაწარმოებს და 8% თავი დიდებული პოეტი ან პროზაიკოსი ჰგონია, ეჰ, მესმის საიდანაც შთაგეგონა ეს მონოლოგი. სექსი-მექსი -> ცოტა მოხუცებული სომეხის სარითმო წყვილი მგონია, შოვინისტი არ ვარ, ეს არავინ იფიქროს, ქართველებს გვაქვს მსგავსი სექსი-კექსი, ეს უფრო კარგი იქნებოდა ვგონებ. -23 ის ვხდები მარტშ... -> აქ თუ -> 23 ვხდები ... სთან შეწყვეტდი უფრო გამოჩნდებოდა მისი ხასიათი და ისიც რომ კარგად ახსოვს, რომ ეს ზუსტად მარტი იყო და ა.შ.
არის კიდევ რამოდენიმე დეტალი რომელზეც ყურადღების მიქცევა აუცილებელი მგონია, ნაწერი აუცილებლად ითხოვს გადახედვას, როგორც აღნიშნა მესამე კომენტარის ავტორმა.
პ.ს. ოქტომბრის თვეც ცუდად შერჩეული მგონია, მოვლენები ალბათ თბილისში ვითარდება და მითუმეტეს, ნოემბრის მეორე კვირის რომელიმე კონკრეტული დღე უფრო კარგი იქნებოდა ასე მგონია, ნაწარმოებში მსგავსი კონკრეტიკები ძალიან მომგებიანია, თუნდაც საათი პირობითად 13:13, დღე პარასკევი, ტემპერატურა 18 და ა.შ.
14. პირადი მადლობა ბაკურიძეს :) უკვე ორჯერ მოგეწონა ერთიდაიგივე მოთხრობა, გაიხარე :) პირადი მადლობა ბაკურიძეს :) უკვე ორჯერ მოგეწონა ერთიდაიგივე მოთხრობა, გაიხარე :)
13. ++++კარგია:)))))+5 მომეწონა ძალიან ....
++++კარგია:)))))+5 მომეწონა ძალიან ....
12. ზაალ აბა მე რა გითხრა ისეთი რაც ამათმა არ თქვეს, ყველაფერი მომეწონა და მინდა გითხრა ეს ჩემთვის ძალიან ნაცნობი სიტუაციაა და თვალზე ცრემლი მომადგა გეფიცები. მეც ვიცნობ ერთ ასეთ "მოძველებულ" მწერალს,მარა შენგან გასხვავებით მე მას სულ ვანუგეშებ და ძალიან დიდხანს ვუსმენ ხოლმე. მოკლედ არაჩვეულებრივი ბიჭი ხარ,უფრო და უფრო კარგად წერ. + ზაალ აბა მე რა გითხრა ისეთი რაც ამათმა არ თქვეს, ყველაფერი მომეწონა და მინდა გითხრა ეს ჩემთვის ძალიან ნაცნობი სიტუაციაა და თვალზე ცრემლი მომადგა გეფიცები. მეც ვიცნობ ერთ ასეთ "მოძველებულ" მწერალს,მარა შენგან გასხვავებით მე მას სულ ვანუგეშებ და ძალიან დიდხანს ვუსმენ ხოლმე. მოკლედ არაჩვეულებრივი ბიჭი ხარ,უფრო და უფრო კარგად წერ. +
11. მომეწონა ეს ნაწერი მომეწონა ეს ნაწერი
10. .... ერთი ნაცნობი მწერალი, დგას ასე ტროტუარზე, არც იცის მაინტერსებს თუ არა მისი მონოლოგი, შავი ქოლგისთვის შეუფერაბია თავი, თავზე შავი შლაპა დაუხურავს, ჭეშმარიტად 30-იანი წლების იტალიური წარმოშობის ამერიკელი მაფიოზია ჰოლივუდური ფილმებიდან. ოღონდაც ერთია, თვალებში ნაღველი ჩასდგომია და თითქოს ბეჩავი გამოხედვა აქვს, მორჩილი. აი რატომაც არ არის მაფიოზო-გულში ვასკვნი... როგორ მომეწონაააა ++ .... ერთი ნაცნობი მწერალი, დგას ასე ტროტუარზე, არც იცის მაინტერსებს თუ არა მისი მონოლოგი, შავი ქოლგისთვის შეუფერაბია თავი, თავზე შავი შლაპა დაუხურავს, ჭეშმარიტად 30-იანი წლების იტალიური წარმოშობის ამერიკელი მაფიოზია ჰოლივუდური ფილმებიდან. ოღონდაც ერთია, თვალებში ნაღველი ჩასდგომია და თითქოს ბეჩავი გამოხედვა აქვს, მორჩილი. აი რატომაც არ არის მაფიოზო-გულში ვასკვნი... როგორ მომეწონაააა ++
9. მომეწონა! +2 მომეწონა! +2
8. პირველად მოხდა რომ ასე თუ ისე დადებითი შეფასება მიიღო საერთო ჯამში ჩემმა ნაწერმა, კომენტარებიდან ასე ჩანს. დიდი მადლობა შეფასებისთვის ყველას :) ისე, კარგ და ხარისხიან კრიტიკასაც სიამოვნებით ვიღებ. პირველად მოხდა რომ ასე თუ ისე დადებითი შეფასება მიიღო საერთო ჯამში ჩემმა ნაწერმა, კომენტარებიდან ასე ჩანს. დიდი მადლობა შეფასებისთვის ყველას :) ისე, კარგ და ხარისხიან კრიტიკასაც სიამოვნებით ვიღებ.
7. მომეწონა და თან ძაან:) მომეწონა და თან ძაან:)
6. :) ზალიკოოოოოოო :) ზალიკოოოოოოო
5. მომეწონა ნაწერი მე
-თქვენ მეუღლეს ხომ მოწონს თქვენი მოთხრობები?-ვუღიმი, მგონი ვაგნებ გამოსავალს. თვალები უბრწყინდება ვხედავ, ისევ სალაპარაკოდ არის შემართული. -კი, ძალიან უყვარს, ჩემს მოთხრობებში ხომ ჩვენი ძველი ამბებია, ჩვენი სიყვარული, ის დრო , რომელიც გვენატრება, რომელიც არასდროს დაბრუნდება უკან. მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენე დრო ძმისშვილო-მეუბნება და ხმა უკანკალებს უკვე
.>>>აქ რა საყვარელი იყო, წარმოვიდგინე გაბრწყინებული თვალებით როგორ მოყვებოდა :)
ხოდა კიდევ მაინტერესებს "რიტუალს" ვინ გაშიფრავს, მე ვერ მივხვდი სამწუხაროდ, არ ვიცოდი :))კაი რამეა ზაალ, წინასგან მკვეთრად განსხვავებული ხელწერით, მომეწონა მომეწონა ნაწერი მე
-თქვენ მეუღლეს ხომ მოწონს თქვენი მოთხრობები?-ვუღიმი, მგონი ვაგნებ გამოსავალს. თვალები უბრწყინდება ვხედავ, ისევ სალაპარაკოდ არის შემართული. -კი, ძალიან უყვარს, ჩემს მოთხრობებში ხომ ჩვენი ძველი ამბებია, ჩვენი სიყვარული, ის დრო , რომელიც გვენატრება, რომელიც არასდროს დაბრუნდება უკან. მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენე დრო ძმისშვილო-მეუბნება და ხმა უკანკალებს უკვე
.>>>აქ რა საყვარელი იყო, წარმოვიდგინე გაბრწყინებული თვალებით როგორ მოყვებოდა :)
ხოდა კიდევ მაინტერესებს "რიტუალს" ვინ გაშიფრავს, მე ვერ მივხვდი სამწუხაროდ, არ ვიცოდი :))კაი რამეა ზაალ, წინასგან მკვეთრად განსხვავებული ხელწერით, მომეწონა
4. თხელი მაისურის ამარა...ოქტომბრის სუსხში ვიდექი და....გულისყურით ვუსმენდი შენს ალექსანდრეს...:) ანუ მომეწონა ძალიან...5555 თხელი მაისურის ამარა...ოქტომბრის სუსხში ვიდექი და....გულისყურით ვუსმენდი შენს ალექსანდრეს...:) ანუ მომეწონა ძალიან...5555
3. მომეწონა, მხოლოდ რაღატომღაც უფრო სხვა ფინალს ველოდი, უფრო ზეუსებურს : )
++ მე გადავხედავდი ნაწერს. მომეწონა, მხოლოდ რაღატომღაც უფრო სხვა ფინალს ველოდი, უფრო ზეუსებურს : )
++ მე გადავხედავდი ნაწერს.
2. ვააჰ, გამიხარდა :)
ეს ყველაზე მეტად. იზრდები, მეგობარო :)
აქვე გეტყვი ერთი-ორს:
გზაში რომ შემხვდებიან მოწიწებით მესალმებიან, ტრანსპორტში ადგილს მითმობენ და ა.შ,<<და ა.შ.-თი არ იტყოდა, ალბათ
და წვრილმანები
ვააჰ, გამიხარდა :)
ეს ყველაზე მეტად. იზრდები, მეგობარო :)
აქვე გეტყვი ერთი-ორს:
გზაში რომ შემხვდებიან მოწიწებით მესალმებიან, ტრანსპორტში ადგილს მითმობენ და ა.შ,<<და ა.შ.-თი არ იტყოდა, ალბათ
და წვრილმანები
1. დამაფიქრ–დამასევდიანა...
მეც 50–ს გადავაბიჯე...:(
მომეწონა. დამაფიქრ–დამასევდიანა...
მეც 50–ს გადავაბიჯე...:(
მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|