ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2011


28 (დადოს)

როდესაც ბედნიერებას დღეებს უთვლი
და თვლა გერევა,
სულ პირველიდან 28ე ალუბლების ყვავილობამდე.
როცა ყოველ დღეს ჟასმინივით ტკბილი ჩაის არომატი აქვს.
უბრალოდ გიწევს აღიარო,
განა იმიტომ მარტოობით რომ დაიღალე,
უბრალოდ ახლა სულ პირველად ხდება ამგვარად
და შენი ცხოვრების თითქმის ყველა მატარებელმა სწორ გზას მიაგნო.

უბრალოდ,გიწევს აღიარო, ხდება ამგვარად,
სუნთქვა არათუ ნოემბერში,
ნოემბრამდეც გიორმაგდება და
სიმშვიდეა ახლა ყველგან.ორმაგ სუნთქვებშიც.
გაყინული ხელის თითებიც ჯიბეს კი არა,
სულ სხვის თბილ ხელებს დაეძებენ უკვე ამჯერად
და ამ სიზმრებში გადახვეწის იავნანაც მის ხმაზე გადის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები