ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათი 03
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2011


***

წარსული? ? ?
წარსული ყოველთვის წარსულად დარჩება,
გონებაში და გულში იმალება.
მომხდარი ამბები და შემთხვევები
ყოველთვის,ყოველთვის ჩვენთან დარჩება.
რაიმე დაივიწყო ან მიივიწყო
მხოლოდ სათქმელადღა არის ეს ადვილი.
აი,შესრულების ჯერი რომ დადგება
ყოველი მოგონება და ფიქრი ირევა.
და თითქოს ბოლოჯერ, ფიქრობ შენ წარსულზე.
მაგრამ ,დასასრულს ბოლო არ უჩანს.
ისევ მოგონებებს ცხრილავ, ახარისხებ
და სთვლი რომ, ოდესღაც იყავი ბედნიერი
და აი ამავდროს ალბად უბედურიც.
და ერთადერთი ვისაც კი შესწევს ძალა-უნარი
ჩვენ დაგვავიწყოს ჩვენი ბედის სიავ-კარგობა
არის უფალი ყოვლის შემქმნელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები