რაღაც, ბოლო ჟამს, ჩემს წასულ ძმებს სულ უფრო ხშირად ვიხსენებ ხოლმე უდროო დროს ( ცუდად დამჩემდა...)... თითქოს ხახაში უხერხულად ფხა გამეჩხირა... თავს შემცოდედ ვგრძნობ ასეთ დროს და ყოვლის გამჩენთან უბრად, თავდახრით ვდგავარ საწყლად, ვით განსასჯელი... გულსაც დღითიდღე გაუგებარ ყოყმანს ვამჩნევ და ბინდით მოსილი ცოდო-მადლის გადასაჭვრეტთან გუმანითა ვგრძნობ, რომ შემინდობს ამას გამჩენი...
მაგრამ გაყუჩდა რახანია დღეც, თვეც და წელიც... არ დასცდენია კალამს ჩემსას წამლად მარცვალიც... თითქოს ნედლ ბალახს უსულგულოდ გამომკრეს ცელი და ხრიოკ ველზე მიმაწვინეს ვნებადამცხრალი...
და თქვენ კი ამ დროს სად ხართ ძმებო, სად ხართ ბიჭებო?!. გესმით კი მაინც რამ ამ სოფლის ურვა-ვარამის?.. მამულის ბედით გულმკვდარი რომ ბნელს ვეყინჩები და მუშტს რომ ვუქნევ ჩხუბის შემდეგ გამგეს წკვარამის???
და სულ უფრო ვგრძნობ, რა უამურ გზებზე მიხმობენ ერთ დროს ფერადი, დღეს შავფერი მღვრიე სიზმრები... მაინც ჯიუტი, არხეინად გულს რომ ვიმხნევებ და ისიც რომ მწამს - ჩემის ნებით არ ავიძვრები...
აქ ვიდგები და გაგიხსენებთ თუნდ უფრო ხშირად, თუმც მკვდარი გულიც უარესად დამეთუთქება... და კვლავ ჩვეულად, ვით მიწირავს, ისევე ვწირავ და ვეღარც ფხიზელს, ვეღარც მთვრალს და ვერც მკვდრისებრ მძინარს, ძვრასაც ვერ მიზამს თავად ეშმაც, რომც დადგეს ყირას... და სანამ ბოლო ქვეყნის დამქცევს მიეზღვის წვრილად, ბიჯსაც არ გავდგამ ამ ქვეყნიდან ( თუნდ ღირდეს ჩირად...), იმ ერთადერთი და იმ ბოლო სიტყვის უთქმელად!!!
30. 10. 2011
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ბიჯსაც არ გავდგამ ამ ქვეყნიდან ( თუნდ ღირდეს ჩირად...), იმ ერთადერთი და იმ ბოლო სიტყვის უთქმელად!!! -თქვენ ისევ აქ ხართ, თქვენი ნათქვამი სიტყვებით! ბიჯსაც არ გავდგამ ამ ქვეყნიდან ( თუნდ ღირდეს ჩირად...), იმ ერთადერთი და იმ ბოლო სიტყვის უთქმელად!!! -თქვენ ისევ აქ ხართ, თქვენი ნათქვამი სიტყვებით!
10. მაგრამ გაყუჩდა რახანია დღეც, თვეც და წელიც... არ დასცდენია კალამს ჩემსას წამლად მარცვალიც... თითქოს ნედლ ბალახს უსულგულოდ გამომკრეს ცელი და ხრიოკ ველზე მიმაწვინეს ვნებადამცხრალი... ... აქ ვიდგები და გაგიხსენებთ თუნდ უფრო ხშირად, თუმც მკვდარი გულიც უარესად დამეთუთქება... და კვლავ ჩვეულად, ვით მიწირავს, ისევე ვწირავ და ვეღარც ფხიზელს, ვეღარც მთვრალს და ვერც მკვდრისებრ მძინარს, ძვრასაც ვერ მიზამს თავად ეშმაც, რომც დადგეს ყირას... და სანამ ბოლო ქვეყნის დამქცევს მიეზღვის წვრილად, ბიჯსაც არ გავდგამ ამ ქვეყნიდან ( თუნდ ღირდეს ჩირად...), იმ ერთადერთი და იმ ბოლო სიტყვის უთქმელად!!!
საოცარია! უფალმა ნათელში გამყოფოთ, ბატონო იმედი! მაგრამ გაყუჩდა რახანია დღეც, თვეც და წელიც... არ დასცდენია კალამს ჩემსას წამლად მარცვალიც... თითქოს ნედლ ბალახს უსულგულოდ გამომკრეს ცელი და ხრიოკ ველზე მიმაწვინეს ვნებადამცხრალი... ... აქ ვიდგები და გაგიხსენებთ თუნდ უფრო ხშირად, თუმც მკვდარი გულიც უარესად დამეთუთქება... და კვლავ ჩვეულად, ვით მიწირავს, ისევე ვწირავ და ვეღარც ფხიზელს, ვეღარც მთვრალს და ვერც მკვდრისებრ მძინარს, ძვრასაც ვერ მიზამს თავად ეშმაც, რომც დადგეს ყირას... და სანამ ბოლო ქვეყნის დამქცევს მიეზღვის წვრილად, ბიჯსაც არ გავდგამ ამ ქვეყნიდან ( თუნდ ღირდეს ჩირად...), იმ ერთადერთი და იმ ბოლო სიტყვის უთქმელად!!!
საოცარია! უფალმა ნათელში გამყოფოთ, ბატონო იმედი!
9. იციცხლეთ დიდხანს! იციცხლეთ დიდხანს!
8. გაიხარე ჩემო იმო! გაიხარე ჩემო იმო!
7. მოგიკითხეთ...:-* კარგი ლექსია, როგორც ყოველთვის... მოგიკითხეთ...:-* კარგი ლექსია, როგორც ყოველთვის...
6. როგორ ნაღდი ხარ იმო ბატონო როგორ ნაღდი ხარ იმო ბატონო
5. მოკითხვა იმო ძია...ლექსი მაგარია... მოკითხვა იმო ძია...ლექსი მაგარია...
4. რაღაც, ბოლო ჟამს, ჩემს წასულ ძმებს სულ უფრო ხშირად ვიხსენებ ხოლმე უდროო დროს ( ცუდად დამჩემდა...)... თითქოს ხახაში უხერხულად ფხა გამეჩხირა... თავს შემცოდედ ვგრძნობ ასეთ დროს და ყოვლის გამჩენთან უბრად, თავდახრით ვდგავარ საწყლად, ვით განსასჯელი...
ბიჯსაც არ გავდგამ ამ ქვეყნიდან ( თუნდ ღირდეს ჩირად...), იმ ერთადერთი და იმ ბოლო სიტყვის უთქმელად!!!
შემოგევლეთ,ძია იმო. მიყვარხართ ძალიან. კარგად მინდა რომ იყოთ.
და სულ უფრო ვგრძნობ, რა უამურ გზებზე მიხმობენ ერთ დროს ფერადი, დღეს შავფერი მღვრიე სიზმრები...
ბევრ სიმშვიდეს და სითბოს გისურვებთ. რაღაც, ბოლო ჟამს, ჩემს წასულ ძმებს სულ უფრო ხშირად ვიხსენებ ხოლმე უდროო დროს ( ცუდად დამჩემდა...)... თითქოს ხახაში უხერხულად ფხა გამეჩხირა... თავს შემცოდედ ვგრძნობ ასეთ დროს და ყოვლის გამჩენთან უბრად, თავდახრით ვდგავარ საწყლად, ვით განსასჯელი...
ბიჯსაც არ გავდგამ ამ ქვეყნიდან ( თუნდ ღირდეს ჩირად...), იმ ერთადერთი და იმ ბოლო სიტყვის უთქმელად!!!
შემოგევლეთ,ძია იმო. მიყვარხართ ძალიან. კარგად მინდა რომ იყოთ.
და სულ უფრო ვგრძნობ, რა უამურ გზებზე მიხმობენ ერთ დროს ფერადი, დღეს შავფერი მღვრიე სიზმრები...
ბევრ სიმშვიდეს და სითბოს გისურვებთ.
3. დიდხანს გეცოცხლოთ იმო ძია ''წასულ ძმათა'' მოსაგონებლად. დიდხანს გეცოცხლოთ იმო ძია ``წასულ ძმათა`` მოსაგონებლად.
2.
რაღაც, ბოლო ჟამს, ჩემს წასულ ძმებს სულ უფრო ხშირად ვიხსენებ ხოლმე უდროო დროს ( ცუდად დამჩემდა...)... თითქოს ხახაში უხერხულად ფხა გამეჩხირა...
და ცრემლიც ::::::(
რაღაც, ბოლო ჟამს, ჩემს წასულ ძმებს სულ უფრო ხშირად ვიხსენებ ხოლმე უდროო დროს ( ცუდად დამჩემდა...)... თითქოს ხახაში უხერხულად ფხა გამეჩხირა...
და ცრემლიც ::::::(
1. დიდხანს იცოცხლეთ მათ მოსაგონრად... დიდხანს იცოცხლეთ მათ მოსაგონრად...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|