ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტაბატა
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2012


არსაკიძე

  განსხვავებული აზრი ქაოსში...
გაანადგურეს ცეცხლის ალებმა;
თუკი არ ნახე, რაა სიცოცხლე
და თუკი ნახე, რაა წვალება!..

  მე განვმარტოვდი როგორც მისჯილი
ამით სიმართლემ თავი მაჩვენა,
იქნებ სიცოცხლეს ჯობდა სიკვდილი,
მაგრამ თუ მოკვდი რაა გაჩენა.

  განმასხვავებდა აზრი ქაოსში,
გამანადგურეს ცეცხლის ალებმა,
მე ის მივიღე როგორც სიკვდილი,
როგორც პირველი გარდაცვალება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები