ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დონკიხოტი
ჟანრი: თარგმანი
5 ნოემბერი, 2011


Александр Блок - # # #

ღამე როდესაც აძინებს შფოთვებს,
უკუნი ბნელი რომ ფარავს ქალაქს -
ღმერთი მოაბნევს ზეციურ ნოტებს
და მოედება მიწიერ ალაგს!

რაა სიცოცხლის ეს ქარიშხლები,
შენი ვარდები თუ ჩემთვის ვარდობს!
რაა ადამთა ცხარე ცრემლები,
როცა დაისიც ასე ლაჟვარდობს!

ძღვნად, დედოფალო სამყაროების,
სისხლის, ტანჯვების და კუბოს ფასის,
უკანასკნელი ქაფქაფა ვნების,
უღირს მონისგან მიიღე თასი.


В ночи, когда уснет тревога,
И город скроется во мгле -
О, сколько музыки у бога,
Какие звуки на земле!

Что буря жизни, если розы
Твои цветут мне и горят!
Что человеческие слезы,
Когда румянится закат!

Прими, Владычица вселенной,
Сквозь кровь, сквозь муки, сквозь гроба -
Последней страсти кубок пенный
От недостойного раба!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები