ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იროდიჩი
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2011


მსურს სიყვარულის ალში დავიწვა

ფიქრებში ვიწვი, წმინდანებას ველტვი ყოველთვის,
სარწმუნოებას სამყაროში მარად ვაღმერთებ,
სიცოცხლეს ჩემსას უკვდავების წყაროს შევწირავ,
ჩემს კეთილ წადილს მარადიულ ღმერთს შევავედრებ.

მაგრამ ცოდვილად მოვევლინე ბედისწერისგან,
არ შემიძლიან სიყვარულის გარეშე ყოფნა,
თუ  ზეუფალი ამ უნაზეს გრძნობას აღმიკვეთს,
მაშ რად მინდოდა ქვეყანაზე ოდესმე მოსვლა.

უსიყვარულოდ ჩემი გული ვერ იარსებებს
მიყვარს სამშობლო, ჩემი ერი, ჩემი მშობლები,
შთამომავალნი, მეგობრები და ახლობლები,
თვით მტერიც მიყვარს, მტერი ჩემი, ჩემი მგმობელი...

და თუ უფალო, ეს ცოდვაა განუკითხავი,
გზა დამანახე სამუდამოდ საით მივდივარ,
თუ სიყვარული დამანათლე ბედის წერისგან,
და თუ ბრმა ხედვით უსასრულო გზისკენ მივქრივარ...

არ ჩამითვალო ცოდვად ქმნილი რაც ჩავიდინე,
სასიყვარულოს ამა ქვეყნად მარად დავიცავ,
თუ სადმე დაწვა მელოდება ამის გულისთვის,
გთხოვ ზე უფალო, სიყვარულის ალში დავიწვა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები