ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტაბატა
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2012


ფიროსმანი

ვხედავ ფიროსმანს,
როგორ ელიან,
იგი ბუნებას,
მთლად შემელნია.
ჩუმად! მოდიან,
მალი ქარები,
შემოქმედების,
დასტაქარები,
ღმერთო! მოუვლის
ღვინო ფიროსმანს?

კაცი რომელიც,
ვერ დააფასეს,
სურათზე განვლილ
წლებს დაახაზებს,
შემდეგ შეხედავს,
თვალს გაახელებს,
და განვლილ ქალებს,
ზედ გააშტერებს.
გაცოცხლდებიან
მერე ქალები,
ვით სიყვარულის
დასტაქარები,
მოატრიალებს
ტილოს ფიროსმან,
ვით თვალის ჯადო,
რომ იხილოს მან,
გულის ხმა ჰქონდა,
ზღვის უბობოქრეს,
უყვარდათ მაგრამ,
რომ უღალატეს.
მწამს, მომაკვდავს რომ
არვინ გევლება,
სიცოცხლისთვისაც,
არრა გერგება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები