ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეფელე
ჟანრი: პროზა
9 ნოემბერი, 2011


პრეგო

  წატი შენი!- ასე ამბობენ ხოლმე ზოგჯერ ადამიანები. ეს რა შუაშია და ბავშვობაში არასდროს მიოცნებია რამე პროფესიაზე, მინდოდა მაწანწალა გამოვსულიყავი. ერთხელ განვაცხადე რა ჩემი სურვილი და იქ მყოფებს ფერი დაეკარგათ, მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ ვთქვი.
  მერე გავიდა წლები და რადგან მაწანწალობის ფაკულტეტი ოფიციალურად არ არსებობს, ავირჩიე სხვა პროფესიები, ამათაც არა უშავს, ვიყენებ რაღაცნაირად.
ზოგჯერ ხეტიალსაც ვახერხებ.
  ჰო, რა მოხდა წელს, უფრო სწორად ამ ზაფხულს. უჰ, როგორ არ მიყვარს ზაფხული რომ მიდის ხოლმე, რაღაცნაირად სენტიმენტები შემომაწვება და ვემზადები ხანგრძლივი უმზეო სეზონებისთვის.
  საერთოდ კმაყოფილი ვარ საკუთარი ცხოვრებით, მართალია, ზოგჯერ თავს იდიოტად ვთვლი, მაგრამ სულ ბრძენი და მოწესრიგებული ტიპი ხომ ვერ ვიქნები? თანაც ტიპობა არც ისე იოლი საქმეა. aი, მე ეგრევე ვატყობ ადამიანს ტიპია თუ არა. ჩემი Sეყვარებული მეუბნებოდა, აი, ამიტომ მიყვარხარ, რომ ასეთი ხარო. aჰურა მაზდამ უწყოდეს, როგორი ვარ, თუმცა აჰურა ვინ ჩემი ფეხებია,  ჩემზე რამე იცოდეს. ღმერთი უნდა მეხსენებინა, მაგრამ ბოლო დროს გონება მაქვს რაღაც უცნაურად მოწყობილი და ფრაგმენტებად მახსენდება ხოლმე სახელები, ფაქტები, მოვლენები და ა.შ ეს “ა.შ” მაგარი გამონაგონია, ისევე, როგორც სამი წერტილი. თითქოს ვალდებულებას გაცილებს თავიდან, დანარჩენი რაც ვიგულისხმე, შენთვითონ გამოიცანიო, გეუბნება. მიდი და იმტვრიე თავი, მერე ტვინი შეიძლება მოგეღრიცოს, ან გეღრძოს და მოშუშებასაც ხომ დრო უნდა?
    ბოდიალა ტიპი ხარო, ალექსა მეუბნება ხოლმე. ჰო, ალექსა როგორ გავიცანი. ალექსა კარნავალური მოვლენაა ჩემთვის, არა, ბახტინს კი არ ვბაძავ და რამე, მართლა ასეა და იმიტომ ვამბობ. aლექსა მაწანწალაა, სადაც მივდივარ, სულ თან მომყვება და ჭკუას მარიგებს, ოღონდ ვერ ვასწავლე, რომ სანამ სისულელს ჩავიდენ, მანმადე გამაფრთხილოს, ცოტა დაგვიანებული რეაქციები აქვს, მაგრამ mainc მიყვარს.      aლექსა კუნძულელია.
    მე ერთ კუნძულზე დავიბადე, იქ ცა უფრო დაბალი იყო და ხეები ცაზე მაღლები იზრდებოდნენ. ჭიპლარშემოხვეული გავჩნდი თურმე, მე ვიყო მატყუარა, თუ ჩემი დაბადება არ მახსოვდეს. ამისროლა eqTanma ჰაერში, ცოტა მეტად მოუვიდა და ცას ავარტყი თავი, დავიწყე ტირილი და გადავრჩი. თურმე ვისაც ცაში ააგდებენ, განსაკუთრებული ბედი აქვს, მაგრამ ეტყობა ეს ყველაფერი ცრურწმენებია, განსაკუთრებული კი არა, ყველა ანომალuური ამბავი მე მეთხვევა.
  aლექსაც კუნძულელია, სამკუთხა თავი აქვს და წერილებს წერს, მერე ბოთლში აგდებს და ოkეანს ატანს, ოღონდ სად პოულობს ოკეანეს არ ვიცი, ამბობს, ყველა წყალი, ოღონდ ყინულივით ცივი, ოკეანეაო.
    კუნძულოდან როგორ წამოვედი, არ მკითხოთ, ან  მოგვიანებით მკითხეთ, ცოტა გრძელი ამბავია და მე კიდევ არ მიყვარს ადამიანებს თავს რომ ვაბეზრებ ხოლმე.  ამასწინათ, სადღაც რაღაც დაწესებულებაში დამიბარეს გასაუბრებაზე და მოყევით Tქვენს შესახებო, მკითხეს, მეც ავდექი, (რეალურად ვიჯექი სკამზე, არაკომფორტული კი იყო ის სკამი,) დავიწყე მოყოლა, კი მომისმინეს, მაგრამ მერე მითხრეს, უკაცრავად, მაგრამ ძალიან ვრცლად მოსაუბრე ხართო, აბა, როგორ უნდა მომეყოლა ავტობიოგრაფია, სaნამ არ მოვკვდები, მანმადე, გაგრძელდება და გაგრძელდება ჩემი ამბავი, რა ასe არ არის?
ალექსა კი მიშლის ხოლმე ამის თქმას, მაგრამ ახლა მაინც ვიტყვი, სხეულები ერთმანეთს ხელს უშლიან არსებობაში.
    თუ უკვე მიხვდით ვინ არის ალექსა და ვინ ვარ მე,ფაქტობრივად, დაახლოებით ერთი და იგივე ვართ, მაგრამ დაგეროტიპებზე, საერთოდ არ ვგავართ ხოლმე ერთმანეთს, მაშინ იმას გეტყვით, რომ ალექსას გარდა, შეყვარებულიც მყავდა, ოფროუდელი იყო ჩემი შეყვარებული და სულ მზეებს მჩუქნიდა. ხომ ვთქვი მზე მიყვარს-მეთქი, ადამიანური სხვანაირი სიყვარულით. mაგარი გამოგონებაა სიყვარული, არა? მაგრამ ერთი თვის წინ ბოსნიაში წავედი მარტო, სულ მარტო, ალექსაც კი ვერ წამომყვა. iმდენი დაბრკოლება გადავლახე,
    სტამბულის აეროპორტში რომ ჩავფრინდი და გარეთ გამოვედი, ისეთმა წვიმამ დაუშვა, მეგონა შუბლი ჩამომეფშვნა თავზე. mერე ტაქსისტმა ოცდახუთი ევრო გამომართვა ბოსნიის საელჩომდე მიყვანაში. იქ კიდევ მთელი ოთხი საათი მალოდინეს, სანამ ვიზას მომცემდნენ. ეს კიდევ აRარფერი, ორიენტაციის უნარi არც ისე კარგი მაქვს და სადღაც სტამბულის შუაგულში, მარცხნივ თუ მარჯვნივ, დავიკარგე. უტელეფონოდ და უფულოდ, ინგლისურიც არავინ იცოდა, მერე ერთმა პოლიციელმა შემამჩნია, მეტროს რომ ვაფარებდი თავს, გული გამისკდა, პოლიციასთან არასდროს მქონია საქმე, დამტვრეულ ინგლისურს კი ლაპარაკობდა და ძლივს გავაგებინე, რომ ტელეფონზე დარეკვა მინდოდა. მეთქი დამარეკინე მეგობართან, მოვა და წამიყვანს-მეთქი. ერთი თურქი მეგობარი მყავს და იმასთან უნდა გამეთენებინა ღამე. სახლში წაგიყვანო, შემომთავაზა თურქმა პოლიციელმა, სასტიკი უარი ვტკიცე, თუმცა რამდენად სასტიკი იყო, არ ვიცი, შიმშილისგან ენერგია არ მქონდა. kიდევ კარგი იქვე პიცერიაში პიცაზე დამპატიJა. მერე მოვიდა ეს ჩემი მეგობარიც და წამიყვანა თავისთან.
  მთელი ღამე კოშმარები მესიზმრებოდა, პროტეზის ხელი, რომელიც ჩემს საწოლში იდო და ნელ ნელა ისე დიდდებოდა, მთელ ადგილს იკავედბა, მე კიდევ ისე მოვიკუნტე და დავპატარავდი, რომ ხმაც კი აღარ ამომდიოდა. კიდევ კარგი, მაღვიძარამ დარეკა, გავქანდი ისევ აეროპორტში, ჩავჯექი სარაევოს თვითმფრინავში და, რომ მეგონა, ყველაფერი ცუდი უკან მოვიტოვე და წინ მხოლოდ საინტერესო მოგზაურობა და ინფორმაციული სემინარები მელოდება-მეთქი, აღმოჩნდა, რომ ბარგი დავკარგე. rა უნდა მექნა? დავწერე განცხადება და იქ ცივი პასუხით გამომისტუმრეს, თუ ვიპოვით დაგიკავშირდებით, თუ არა და არაო. ჩავჯექი ტაქსიში და მეთქი მიმიყვანეთ ამ მისამართზე, ოცდახუთი მარკა გადამიხადეო, მძღოლმა. gადახდის დრო რომ მოვიდა, მიწერს ჩეკს და მეუბნება ორმოცდაათი მარკა უნდა მომცეო. mივხვდი, რომ როგორც უცხოელს, მატყუებდა, ისედაც ფული თითქმის აღარ დამრჩა. მთელი ენერგია მოვიკრიფე და ისეთი ვუღრიალე ამ ტიპს, შე ნაბიჭვარო, ვის გათახვებას ცდილობ-მეთქი, რომ საერთოდ აღარ გამოურთმევია ფული. aლექსა კი მეუბნება ხოლმე, დაანებე Tახვს თავი, გენიალური ცხოველიაო, მაგრამ ვერ გადავეჩვიე ჯერ.
  ბარგი წესით სამ დღეში უნდა მოეტანათ, მაგარმ მძღოლს შეეშალა და სხვა ქალაქში წაიღო ჩემი ჩემოდანი, ასე, რომ, მეოთხე დღეს დამიბრუნდა  მონატრებული ჩემოდანი. მთელი დღე ტანსაცმელს ვიხუტებდი გულში, იმდენად მიხაროდა. rა მარტივია ადამიანის გახარება, არა?
ჩამოვედი ბოსნიიდან და ჩემმა შეყვარებულმა მითხრა, ძალიან შეცვლილი ჩანხარო. mეწყინა.
  მეორე დღეს კი ავარიაში მოყვა ჩემი ოფროუდელი შეყვარებული და მოკვდა. aრადა ერთად უნდა გვეთამაშა მზის თეატრში. სადაც მე მოტეხილ ხეს განვასახიერებდი, ხოლო ის მსუქანი და დაბერებული მზე უნდა ყოფილიყო, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიგორავს და ძლივს თენდება.
ხვალ ხიდიდან უნდა გადავხტე, ალექსა კი მეუბნება საშიშიაო,მაგრამ თავს კი არ ვიკლავ, მაგარი თოკით გაბამენ, უსაფრთხოა მგონი.
თუ მომეწონება, შთაბეჭდილებებს მერე გაგიზიარებთ.

P.S.  ჩვენს კუნძულზე ადამიანებს არ მარხავენ, მზეზე ახმობენ, პატარავდებიან, ცოტავდებიან და მერე თავისით ქრებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები