 | ავტორი: ტაბატა ჟანრი: პოეზია 24 მარტი, 2012 |
იქნებ შევცვალო მე რამე წერით, ან ცისარტყელას შევმატო ფერი, ან წამოვიქცე, მე, როგორც კოკა, გადაქცეული გიჟად და ლომკად, არ გავასველო ტუჩები წუმპით. ლეშად მაქცია მხეცების ტყუპი. ჩამომაცალა მონღოლის ურდო. ყველა დარდიანს, შმაგსა და უნდოს, შევავედრებდი ჩემს უხეშ სიტყვას, რომელიც ასჯერ, ათასჯერ მითქვავს. რა ვქნა სიტყვები სიძულვილს აფრქვევს, რაც იყო, ალბათ ყორნებმა დაფრქვეს. აღარც ბორბალი არ ბრუნავს წაღმა… ალბათ წამომხდის სახურავს წარღვნა... მას შევავედრებ თავსხმას და წვიმას, ჭექაქუხილს და ზანზარს და გმინვას, ოდეს თვალების მომინდეს ხილვა, დროის, ტანჯვის და დარდების მიღმა. ვცოდვილობ, ვგმინავ, ცოდვის უბეში, ტაძრების ნაცვლად ვხოხავ გუბეში, ცხოვრების გზები მე ვერ განვკარგე, ერთი ძმა მყავდა ისიც დავკარგე. მაგრამ უფალო შეგბედავ სიტყვას, რომელიც ასჯერ, ათასჯერ მითქვამს: “შემოახსენი ეს ბნელი ფარდა, ცაზე შემომსხდარ ვარსკვლავთა ბანდას, მინდა ვიხილო სინათლით სავე, ერთი პატარა ფანტელის მსგავსად.”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. :)) გაიხარეთ ლომკა შეიძლება უკვე :)) გაიხარეთ ლომკა შეიძლება უკვე
2. სხვებთან შედარებით შეიძლება ითქვას. #1 სხვებთან შედარებით შეიძლება ითქვას. #1
1. კარგი პოეტი ხარ.
"ლომკა" არ უნდა დამენახა. არა. კარგი პოეტი ხარ.
"ლომკა" არ უნდა დამენახა. არა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|