 | ავტორი: იმო ბაბუ ჟანრი: პოეზია 16 ნოემბერი, 2011 |
დაბადების დღის არმაღანად
შენ, ლომო ჩვენო - მხცოვანო და უბერებელო, 84 წელი თუმცა მცირე არ გახლავთ, მაგრამ შენ ისეთ ვარსკვლავზე ხარ შობილი, მახლას, თანაც ისეთი ღვაწლისთვის ხარ ამქვეყნად ახლა, რომ არც 100 და არც 120 ხამს, რომ გებევროს! ვიდრე დააგდებ მტერმოშურნეს სახტად და გლახად, ნიჭის - ქართულის - შენივ ღვაწლის მადლით მქებელო, უნდა იქამდის იმ ქურუმთა ეფერო ანბანს, დიდებაც რომლის მზაკვართ ხროვას სურს გააყალბოს... და მჯერა, მალე მათ ავ ბოგინს, ხორხოცს და ხარხარს, გადავიწყების თალხ სუდარას გადააფარებ!..
ჯერ კი... ჯერ სად ხარ!.. მიქელა ქრთამად არ მიიღებს შენს მჭლე და ბებერ ძვალხორცს... არც ჭარმაგ ლომის ქედს და არც ლომურ ფაფარს, შენი დიდგორი გელის ვიდრე - ძნელმოსაგები და ფოლიანტნი გაგიხსნიან ვიდრე დაფარულს!..
იდუმალების დიდ ქურუმთა ნაშემოქმედრის სიღრმეებს ვიდრე მოიხილავ ფსკერამდის ყოველს, პატრონი შენი ნაკურთხ ნიჭის და ღვთიურ ხვედრის, ზეცათა შინა თავშესაფარს მანამ ვერ ჰპოვებს!..
მაშ, კვლავ მხნედ იყავ, ვით ბერმუხა მრწემთა ალყაში!.. შენს სადღეგრძელოს კვლავაც მრავალს შევსვამთ მუხლმორთხმით!... ღმერთმა შეგარგოს შენ მირონი - მცხეთას ნახარში1.. ნაყოფი ტკბილი - სიბრძნის შენის არ მოგვაშიო და კვლავ თავიდან ავითვალოთ 84 !!!
6. 11. 2011
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მაგარ ადამიანს მაგარი ადამიანისაგან ბრწყინვალე მიძღვნა... მაგარ ადამიანს მაგარი ადამიანისაგან ბრწყინვალე მიძღვნა...
5. მშვენიერი საჩუქარი, ღირსეულ ადამიანისთვის.:) გაიხარე იმო ბატონო და შენი 84-იც მომელოცოს. მშვენიერი საჩუქარი, ღირსეულ ადამიანისთვის.:) გაიხარე იმო ბატონო და შენი 84-იც მომელოცოს.
4. დიდხანს სიცოცხლე ავტორსაც და ადრესატსაც! დიდხანს სიცოცხლე ავტორსაც და ადრესატსაც!
3. მაშ, კვლავ მხნედ იყავ, ვით ბერმუხა მრწემთა ალყაში!.. შენს სადღეგრძელოს კვლავაც მრავალს შევსვამთ მუხლმორთხმით!..
ღმერთმა გისმინოთ, ძია იმო, ვიცი, როგორ გინდოდათ პირადად მიგელოცათ, მაგრამ არაუშავს, გაისად მიულოცავთ უეჭველად... თქვენთვის კი ჩვენ მოგველოცოს ლამაზი ლექსებით 84-ე დაბადების დღე. მაშ, კვლავ მხნედ იყავ, ვით ბერმუხა მრწემთა ალყაში!.. შენს სადღეგრძელოს კვლავაც მრავალს შევსვამთ მუხლმორთხმით!..
ღმერთმა გისმინოთ, ძია იმო, ვიცი, როგორ გინდოდათ პირადად მიგელოცათ, მაგრამ არაუშავს, გაისად მიულოცავთ უეჭველად... თქვენთვის კი ჩვენ მოგველოცოს ლამაზი ლექსებით 84-ე დაბადების დღე.
2. არაჩვეულებრივი მიძღვნა! არაჩვეულებრივი მიძღვნა!
1. მართლაც ბრწყინვალე პიროვნება და უდიდესი მეცნიერია ბატონი რამაზი!
ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს კიდევ!
პ.ს.იმო ძია, რა დამავიწყებს ჩვენს შარაფებს ბატონი რამაზის სახლში:*:* მართლაც ბრწყინვალე პიროვნება და უდიდესი მეცნიერია ბატონი რამაზი!
ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს კიდევ!
პ.ს.იმო ძია, რა დამავიწყებს ჩვენს შარაფებს ბატონი რამაზის სახლში:*:*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|