 | ავტორი: კაკადუ ჟანრი: პროზა 21 აპრილი, 2008 |
გორის ციხის გალავნიდან ხალხი გადმოფრენილაო გავიგე და გადავწყვიტე, კამიკაძეების ვინაობა გამერკვია. წადილი მეგობარს გაუზიარე და მყისვე ამყვა. ეჭვი სექტანტებზე მივიტანეთ, რომლებიც ჩვენთან მოღვაწეობენ და საქმეს შეუდექით. გეგმა ასეთი იყო: უნდა დავსწრებოდით ყველა სექტის კრებებს და დაგვედგინა იმ ასასინების ვინაობა. კვირას, გამთენიისას „ადვენტისტებს” ვესტუმრეთ. კრებაზე დავრწმუნდით, რომ ისინი ბიბლიის გარჩევის მეტს არაფერს აკეთებდნენ. შემდეგ „ანაბაბტისტებში” გადავინაცვლეთ, მაგრამ მეორედ მონათვლა მოგვინდომეს და მივხვდით, ესენიც გაფრენის მაქნისები არ იყვნენ. ერთ თვეში თითქმის 20-მდე სექტა მოვინახულეთ, და, სამწუხაროდ, ვერსად წავაწყდით გაფრენის ნიშნებს. ცოტა არ იყო ეჭვი შეგვეპარა ორივეს, ჭორი ხომ არ იყო?. მოდი კიდე ვცადოთო – გამიმაგრა გული მეგობარმა და ახალი ძალებით შევუდექით. ვესტუმრეთ იეღოველებს და გვარიანად გამოვტვინდით. ორმოცდაათიანელებთან კრების მსვლელობისას შევნიშნე რაღაცას ბუტბუტებდნენ არაამქვეყნიურ ენაზე და ყოველ წუთს ალილუიას გაიძახოდნენ, ჩემი მეგობარიც აჰყოლოდა. ხელი ვტაცე შევანჯღრიე და შედეგად ორივე გამოგვაგდეს კრებიდან. ნიკოლაიტების მონახულებისას ჩემმა მეგობარმა დოლ-გარმონზე დავლურიც ჩამოუარა. საბოლოოდ, იმედის გადაწურვის დღეს, კიდევ ვიპოვე ერთი მოვარდა ჩემი მეგობარი: ფლაგულანტები ჰქვიათ, მგონი, ისინი უნდა იყვნენო – მახარა. მეორე დღესვე გავეშურეთ და ძლივს მივაგენით ერთ შემაღლებულ მთაზე მდგარ ციხესიმაგრის მსგავს სახლს, რომელსაც მაღალი გალავანი ჰქონდა შემოვლებული. ისე, რომ ბუზიც ვერ გადაფრინდებოდა. ამ პანორამის დანახვამ ორივე აღტაცებაში მოგვიყვანა. ასიანი ესენი არიან, თვალებით დაუმტკიცეთ ერთმანეთს და კრებაზე მინისტრებივით გაჯგიმებული დავსხედით. მშვიდობიანი სიტუაცია სუფევდა, დაიწყეს ბიბლიიის კითხვა და გარჩევა. არ ვიცი, როდის ჩამეძინა, ალბათ დიდხანსაც მეძინა, ისტერიკულად რომ არ შევენჯღრიე ჩემს მეგობარს. დროზე თავს უშველოთო! – შემომყვირა და გასასვლელისკენ წამათრია. თავში რაღაცა მომხვდა და სიმწრისაგან გამოვფხიზლდი. და რას ვხედავ იქ მკოფი საზოგადოება ცოფმორეულივით დარბოდა და რაც ხელს მოხვდებოდა თავზე იმტვრევდა, ზოგი იატაკზე ხოხვდნენ, იგრიხებოდნენ, ყველაზე აქტიურები გაშიშვლებულიყვნენ და თავს იმათრახებდნენ. გაოგნებული ვუყურებდი ამ ყველაფერს და ერთ ადგილზე ვიდექი. უცბად ჩემ მეგობარს მოვკარი თვალი. ის თავზეხელაფარებული დარბოდა აქეთ-იქით და გასასვლელს ეძებდა. მოომეჩვენა, რომ თავიდან სისხლი სდიოდა და მის დასახმარებლად გავენთე. უცბად ვიღაცამ ზურგზე მათრახი გადამსცხო და მთლად ფრთები შემესხა. ისარივით გადავსერე ოთახი და გასასვლელთან აღმოვჩნდი. ვერ გავასწარი. ვიღაცამ პოლის ჯოხი მდრუზა ზურგში და დავეცი. ახლა დაცემა სიკვდილის ტოლფასი იყო და წამოვენთე, მაგრამ ირგვლივ კეტებმომარჯვებულები დამხვდნენ და სანამ რამეს მოვისაზრებდი, თავ-პირში წამიშინეს. ჭიშკრიდან ვეღარ გავაღწევდი მივხვდი. უცბად შევნიშნე, რომ ჩემი მეგობარი თავქუდმოგლეჯილი შორს გარბოდა. ერთი გამოსავალიღა იყო და გალავნისკენ შევტრიალდი, აქ კიდევ მიცხუნეს მათრახი და სასწაულის ძალით დახმარებით გალავანს გადავევლე. გონს სავადმყოფოში მოვედი. თავთან ერთიანად დალილავებული და თავ-პირახვეული მეგობარი მეჯდა. გადაბრუნება ვცადე, მაგრამ სიმწრისაგან წამოვიღმუვლე. ხერხემალი და ზურგი მეწვოდა. - რა გაინძრე, - მითხრა მეგობარმა, - ზურგზე დიდი რუსული „ტ” გარტყია, იაატაკის ჯოხის ანაბეჭდია. - აქ ვინ მომიყვანა? - შევკრუსუნე. - გალავნიდან პირაპირ ხევში ჩალეწიხარ. ბედად „ხსნის არმიას” ჩაუვლია და აქ მოგარბენინეს. - ეეჰ, მადლობა მაგათ, - გავივლე უკვე ჩემთვის გულში და ტკივილისაგან ავკრუტუნდი.
ეხლა კი ვიცი ვინც გადმოფრინდა და ერთი ჩამივარდნენ ხელში, უუუხ მაგათი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. =)) ვიხალისეეე =))... თუ ნაღდი ამბებია,ნეტა რა პროფესიის ბრძანდებით? :) თუ კიდევ რამეს დადებ,გამიხარდება... = ) =)) ვიხალისეეე =))... თუ ნაღდი ამბებია,ნეტა რა პროფესიის ბრძანდებით? :) თუ კიდევ რამეს დადებ,გამიხარდება... = )
10. იუმორია? :-? იუმორია? :-?
9. ჭეშმარიტად მტკივა გული ამდენი მიმდინარეობა რომ არის
ნეტავ შეგვეძლოს ყველას ერთად, გაგებით ღვთისმსახურება ჭეშმარიტად მტკივა გული ამდენი მიმდინარეობა რომ არის
ნეტავ შეგვეძლოს ყველას ერთად, გაგებით ღვთისმსახურება
8. დაგლიჯა! და ისა, იქნებ ისინიც შენნაირი "გადამფრენები" იყვნენ, ა? 5 დაგლიჯა! და ისა, იქნებ ისინიც შენნაირი "გადამფრენები" იყვნენ, ა? 5
7. უუუხ მაგათი. :D ვაფასებ იუმორს :) უუუხ მაგათი. :D ვაფასებ იუმორს :)
6. მადლობთ ხალხნო, რენუარ აუცილებლად წავიკითხავ მადლობტ რჩევისთვის
მადლობთ ხალხნო, რენუარ აუცილებლად წავიკითხავ მადლობტ რჩევისთვის
5. კაკადუ, თუ დრო გაქვს, წაიკითხე ლიტპალიტრაში კოტე ჯანდიერის "გლობალიზაცია" და კიდევ ისა-კაცო, "პოლის ჯოხი" საუბარშიც აღარ გამოიყენო რა. მხოლოდ კეთილი სურვილებით.
კაკადუ, თუ დრო გაქვს, წაიკითხე ლიტპალიტრაში კოტე ჯანდიერის "გლობალიზაცია" და კიდევ ისა-კაცო, "პოლის ჯოხი" საუბარშიც აღარ გამოიყენო რა. მხოლოდ კეთილი სურვილებით.
4. კარგიაააა მოგიკითხე მეგობარო :) კარგიაააა მოგიკითხე მეგობარო :)
3. დიდი მადლობა. კი მქონდა მარა სულ მიშლიდნენ და ვაბშე წამოვედი ლიტიდან უსამართლობას ვერ ვიტან დიდი მადლობა. კი მქონდა მარა სულ მიშლიდნენ და ვაბშე წამოვედი ლიტიდან უსამართლობას ვერ ვიტან
2. გამაცინე... კარგია... გამაცინე... კარგია...
1. ეს ვიციიიიიიიი ლიტ-გედან ალბათ იქაც დაგიკომენტარე.სხვა ნიკი გქონდა ხო იქ? ეს ვიციიიიიიიი ლიტ-გედან ალბათ იქაც დაგიკომენტარე.სხვა ნიკი გქონდა ხო იქ?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|