ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიოქეთი
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2011


ალბათ !

ალბათ !
როდესაც თვალებს,ვახელ ისევ შენით დაღლილი,
ჩემი გონება ისევ მხოლოდ შენით იღლება,
ბრალი ჩემშია,ცხოვრებაა ჩემი განვლილი,
ალბათ დაგკარგე, ეს მოხდება,არ შეიცვლება.

ალბათ უჩემოდ არ დამთავრდება შენი ცხოვრება,
მაგრამ ლამაზი წლები,წამები  არ გეცოდება ?
ალბათ, ხომ ისევ ჩემი ბრალია,ვერ გაგიცანი,
გახსოვს?ის ბიჭი შენთვის ომობდა, ვეღარ იცანი ?

ალბათ,ცოდვები მე რომ ვიტვირთე ვერ ვინანიებ,
ალბათ,იმ წამებს ვერ ვივიწყებ როცა გიყვარდა,
ბიჭი რომელიც მაგ სიყვარულს ვერ გაპატიებს,
გახსოვდეს,ამ ბიჭს თავდავიწყებით ისევ უყვარხარ ! *

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები