ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მია.დადიანი
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2011


ურომლისოდაც

არ არსებობს შინააშლილობაზე უფრო დიდი უბედურება,
არც ჩვენ ვარსებობთ, როცა შური გვიხუჭავს თვალებს,
რამდენი ღამე ჩვენს ლოგინში უნებართვოდ გადაბრუნდება
ჩვენს მაგივრად და მერე უნდა ასამდე ვთვალოთ,

ვთვალოთ დილამდე, რომ როგორმე მივეცეთ ღრმა ძილს,
რომ სიზმრებიდან მოხვეტილი მზერით ვიცხოვროთ,
შენ რომ შეარქვი, ის რომ არქმევს, ცხოვრებას მანძილს
დაბადებიდან სასრულამდე, პურივით ვცხვებით

ერთ თონეში და ჩავარდნილიც ხშირად ვყოფილვართ,
გაგვყიდეს კიდეც, გაგვახმეს და დაგვკიდეს ცაცხვზე,
აქ კი ობლებმა გაიხარეს,მადლობა უფალს ყველაფრისათვის...
მადლობა იმ ცეცხლს, იმ გამყიდველს, მადლობა მცხობელს,

ურომლისოდაც ეს ცხოვრება, როგორც აღვნიშნე, მანძილს
წააგავს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები