ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2011


ანგელოზები გვიბრუნდებიან

ქვეყნად ბნელია და კვლავაც ველით,
როს ვეძგერებით “პლასტმასის კაცებს”,
დედები კვლავაც მიუსხდებიან,
ტელევიზორთან იმ ახალ ამბებს,
ასე ღვარძლით რომ ანთხევს გველისდარ,
“რუსთავი 2” და “კურიერი”,
მაინტერესებს თვალნში ჩაგხედოთ,
აღარა შეგრჩად რა სულიერი?
ვის ემონებით, რას მიეყიდეთ,
ოქროს, ვერხლსა თუ რკინას ჟანგიანს,
თუ მეფისტოფელს ვარდებით ხელში,
დუჟს რომ ვერ იცხრობს, დედა არღნიანს.
რა პასუხს აძლევთ ამდენ ჩახოცილს,
და ვაჟკაცების ნაწამებ გვამებს,
სიძულვილში რომ სული აართვეს,
და მათ ცხედრებზე მგლოვიარ მამებს?!
ყველას პასუხი მოგეთხოვებათ,
მიხოს, ვანოს და მთელ თქვენს არმიას,
ჩემი ქვეყნიდან რომ ამოგძირკვავთ,
არას ვიმღერებ ჰანგებს დარდიანს!
ახალი ჯიშის ქართველთ გამოზრდა,
მაღალი რმერთის საქმის დარია,
ტყვილად გარჯილხართ თქვენ და სოროსი,
სხვა გენი ჩვენთვის, ყველა მკვდარია.
ოქტომბრის დილას კვლავ შეეპარა,
იმედის სხივი განაწამები,
ეს ღვთის რისხვაა თქვენთვის მოსული,
რომ დაგინგრიოთ გალავანები.
ჩვენ შევიკვრებით ერთ პირქუშ მუშტად,
რომ გადავლახოთ ეს ვითომ შიში,
ყველაზე მეტად მტერს ეს ანაღვლებს,
და არის კიდეც პარტიის ქიში!
ლოცვაში სამების, ზარები რეკენ,
ანგელოზები გვიბრუნდებიან,
და მხოლოდ მაშინ, ეს რომ მოხდება,
განგაშის ზარნიც დადუმდებიან!
მთაწმინდას, კი კვლავ მდუმარედ სძინავს,
და გადმოგვცქერის ვაჟა, ილია,
თქვენი ოცნების ფრთაშესასხმელად,
სანთელი, ლოცვამ არ დაგვილია.

-------------------------------------------------

ბებიას, დაბადების დღეზე!

ვიფიქრე რაი მეჩუქნა,
დაბადებისა დღეზედა,
ორ სიტყვას ლექსად მოგიძღვნი,
მუზები მისხედს გვერდზედა.

უფულო კაცსა რას მამთხოვ,
რაც არ მაქვს და არც მებადა,
ყველაზე კაი, ლექსს გეტყვი,
და ღვინოს შევსვამ ხელადას.

ციცი, მოხევის ქალაუ,
გიორგობაზედ შობილხარ,
ოთახსა რომ დაკუნტრუშობ,
ოცი წლის “ნაშას” სჯობიხარ.

წლების იარებს გიმაგრებს:
“კასტილი” მეტად ნეტარი,
წმინდა სტეფანეს ლოცვა და
მთა და მინდვრების ჰექტარი.

ერთად ვეღარას ვაშურებთ,
“დინამოს” “ვოვას” საცქერლად,
თუმც კი რაღა დროს “ვოვაა”,
ფეხბურთი სად გვაქვს საქებად!?

ისევ წარსული გაცოცხლებს,
ამწყოში არა ყრია რა,
გარდასულ დღენში ბევრია,
კარგი და ბევრიც იარა.

დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ,
მხნედ იყავ ქალაუ ციცინო,
სიკვდილსაც დავიწყებიხარ,
დავსხდეთ და ერთად ვიცინოთ!




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები