ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2011


ტ ი ტ ე


სამი  ლირიკული  ნოველა
შემოქმედეით-ბიოგრაფიული
შტრიხებით

ეძღვნება  უბრწყინვალეს  მხატვარს  -
80  წლის  ტიტე  შეყილაძეს

1...

კაცი  80  წლის
კაცი  -  ბერმუხის  ტოლი,
დინჯად  მოლბერტთან  ზის
და  მოლბერტს  ასდის  ბოლი...

დიდნიჭცხებული  ღვთივ
მაგრამ  მთისტოლა  ჯავრით.
შტრიხში რომ  იჭერს  ხიბლს
ბეწვის  ხიდების  გავლით...
და  ამით  იკლავს  დარდს,
მოუშუშებელს  წამლით
სხვებს  უნაწილებს  მადლს,
თავად  ქესატად  დადის...
ერთის  შეხედვით  კაცს
მსწრაფლ  მიგიხვდება  წადილს,
შენთვის  გაიხდის  კანს
და  არ  მოჰყვება  ქადილს...

ჟამს  აღარ  უხრის  ქედს,
სიმხნევე  მისი  მშურს,
არც  ეპუება  ბედს,
არ  იმცრობს  გულს  და  სულს...

და  ყოველ  ახალ  დღეს
თავიდან  იწყებს  ომს
ბედთან,  რომელმაც  დღე
გაუთმათხელა  ლომს...
მაინც,  რაც  შვენის  მრწემს 
გულს  კვლავ  იმავეს  თხოვს...

შემოქმედების  ღმერთს
ემსახურება  კვლავ
და  ვიდრე  გული  ფეთქს,
ელტვის  სიახლის  ქმნას...

უყურებ  კაცს  და  გსურს,
შენც  რომ  მის  გვერდით  ხატო,
შემოქმედება  სულს
მხოლოდ  ქმნადობით  ათბობს...

ჩვენ  შევქმნით  წიგნებს  დიდს
ერთად  მე  და  შენ,  ტიტე!
ჩვენს  სულს,  მშფოთვარს  და  მშვიდს
ვერვინ  დაადებს  კლიტეს...

ჩვენ  წიგნებს  შევქმნით  ნაღდს,
ღირსთ  გადაშლის  და  კითხვის,
რომ  არც  დროს  შეუშინდეს
და  აღარც  ცოდვის  კითხვას...

ჩვენს  წიგნზე,  ჩემო  ტიტე,
აუგს  ვერავინ  იტყვის...
ჩვენ  ვეჭიდებით  ტიტანს
და  ვართ  პატრონი  სიტყვის
ბოლოს  მივაკვლევთ  კიდეც
პასუხს  მრავალი  კითხვის.!..

ტიტეს  დახატულ  ჩიტებს,
ტიტეს  დახატულ  გულს,
ხელთ  რომ  უპყრია  ტიტეს
ღმერთიც  ვერ  დასდებს  წუნს!..

ტიტეს  ვერა  ცვლის  ღმერთი
და  მითუმეტეს  სხვა...
ტიტეს  ხელმოსმით  ერთით
ხაზნი  იღებენ  ხმას

და  თითქოს  ზღაპარს  ამბობს...
მუზა  კი,  ეგზომ  ნაზი,
ტიტეს  არ  აკლებს  ამბორს...
ფრთას  შლის ოსტატის აზრიც...

და ეს დროული  კაცი
როცა  მოლბერტთან  ზის
თავზე დაჰნათის  სხვა  ცის
ფერი  და  შუქი  მზის..

ხვალ  ველოდები  ტიტეს
ჩემს  80  წლის  მხატვარს,
რომ  მუდამ  ერთად  ვქმნიდეთ
( ჩემთვის  ასე  სჯობს  რადგან...)

წიგნი  უმხატვროდ,  უფრთო
ტილოსღა ჰგავს უსახურს...
ტიტეს  მარჯვენში  სუფევს
ის,  რაც  ყალმის  ნაღდ  მსახურს
აცოცხლებინებს  ყოველ
ნივთს  თუ  ნაფიქრალს  მგოსნის...
და  გაცოცხლდება  თოვლიც
ტიტეს  ყალამის  მოსმით...

გული  ბევრ  ვარამს  იტევს,
კაცს  კი  ვერ  დასცემს  ჯავრი...
და  80    წლის  ტიტეს
(ათას  ჭირვარამგავლილს...)

რაც  დააბედა  ღმერთმა,
მასვე  მსახურობს  დღემდი...
ღამეს  ათენებს  თეთრად
თავის  მოლბერტთან,  თეთრი...

და  თავის  ბებერ ყალამს
მზის  პალიტრაში  აწობს...
ასე  იღვაწე  მარად,
შენ  -  მართლაც  უფლის  კაცო!!!


2...

გუშინ მესტუმრა ტიტე
და გამახარა მეტად
(ბედი  მიღიმის კიდევ
ჯერაც  არ  მტოვებს კენტად...).
ჩვენ საქმეს ვიწყებთ საშურს
ჩვენ დიდ წიგნებზე ვფიქრობთ...
ღმერთო ეს ჩირაღდანი
არ ჩაწვა არ ჩამიქრო...
მე არ მენახა ტიტე
იმ ტრაგედიის მერე...
რაიც გავიგე როცა
გულმა შეწყვიტა ძგერა
ფეხიც ვერ გავდგი, ბიჯიც
ისე დავთვერი უღვთოდ,
თითქოს ჯიგარზე მიჯრით
ცხრაჯერ დამადეს უთო...
ისე ამეწვა მაშინ
მთელი სხეული გლოვით
ვეგდე მტირალი ბავშვი
და შევიჯავრე თოვლი
ქვიანს ემსხვერპლა გუნდას
33-ის ლალი...
ტიტე ვით იყო ცუდად
(ვაი, მამიკოს ბრალი
დედას ეძახდა ვისაც
დაობლებული დედით
ტიტემ კი კაცმა ღვთისამ
დუელში იხმო ბედი...
არ დაოჯახდა კაცი
ორი პატარას მამა...
დედას ეძახდნენ თურმე
პაწაწუნები ამოდ.
ასე გაზრდილი შვილით
ვიღაცის მარჩხმა ხელმა
ქვისგულა სველი გუნდით
მოსპო ვით მალმა ელვამ...

რა გული შეგრჩა, ტიტე
თან რა ბაჯაღლო, ბეჩავ...
შენ უნდა ღვთის მადლს მკიდე
და რა ტკივილი შეგრჩა...
მაგრამ კაცნი ვართ რადგან
უნდა გავუძლოთ ჭირებს...
პირზე ღიმილი ადგას
ტიტეს და გრძნობას მირევს...
და მიხარია დიდად -
კაცის გაძლების მარაგს
ვერ  შენადრება წმინდა
ალმასის ზოდის ძალა...
ტიტე თავისთვის ტირის
როდესაც მარტო რჩება,
მაგრამ მოყვასთან გმირი
დარდიმანდივით ჩნდება.
ტკბილმოუბარი, პირზე
რომ არ იცილებს ღიმილს
და თვალებშიაც ისევ
ბავშვური ცეცხლი ღვივის...

ასეთი კაცის მწამს და
მისი სინაღდის წრფელის,
თუმც ბევრჯერ ცრემლი წამსკდა
ამ საოცრების მზერით
ჩემო კეთილო ტიტე
რით მოგიხადო ვალი...
ერთხელ ვერ მოგაკითხე
რაც გაგიფრინდა ლალი...
ვერ დაგიდექი მოძმედ
და ჭირისუფლად გვერდით
მაღლა ამისი მოწმე
არის მაღალი ღმერთი,
რომ ჩიტისა მაქვს გული
რომ წამდაუწუმ მიმდის
როცა მსწრაფლ მე სვეკრული
ასეთს გავიგებ სიკვდილს...
შენ ხომ გამიგებ ბრძენო
და ღვთივავსილი ნიჭით
ჩავარდნილი მაქვს ენა
ორი სიტყვის თქმა მიჭირს
იმაზე, რაზეც ძალმიძს
მხოლოდ და მხოლოდ ვდუმდე
მე მოწყენილი შენი
მანაღვლიანებს ბუდე...
და თვალწინ მიდგას მამა
ციცქნას რომ სარეცხს ურეცხს...
ამგვარი საქმის ქმნა რომ
ქვეყნად არ ძალუძს ურიცხვს...

და მეტირება ახლაც
და ლექსში ვიხრჩობ ტკივილს,
სადღაც გასულა გაღმა
ბედნიერების ტივი...
მაგრამ სულ მალე, მჯერა
კრიჭას დაუხსობს გლოვას
თავად მეორე ჯერზე
ხელდანამსვენი მოვა...

გადამეხვევა ძმურად
და გადმომაფრქვევს ალერსს -
მერე ღვთისსაკადრ სურათს
თან რამდენიმეს, ნელა
წინ გადამიშლის ტიტე
თანაც მომიხდის ბოდიშს
„დამიგვიანდა ცოტა,
შეგატოვეო ლოდინს“

თუმც ვერ ვენდობი ნათქვამს,
სიმართლე იყოს კიდეც
არვის, არაფერს რადგან
არ უგვიანებს ტიტე.
ამას ნაკლებად მოძმე
უნდა ელოდეს მისგან
და უღალატომ დროზე
იცის მოსვლაც და მისვლაც.
სიამით ელის ყველა
ამიტომ კეთილ ღვთისკაცს...

მალე მეც ტიტეს ველი
ხატვის სენი სჭირს ვისაც.
მოიტანს ჩემი წიგნის,
ილუსტრაციებს მკვირცხლად
მზგავს სილამაზეს ვინც ქმნის
დღეს გამიხარებს სისხამს....
ამ კაცის გვერდით დგომას
რაც ვიცნობ მუდამ ვნატრობ,
და დღეს მისი ძმა რომ ვარ
ერთ რამედ ეს ღირს მარტო.
უფალს მადლობას ვწირავ
ამასაც შევსთხოვ კიდევ
ღმერთო მიცოცხლე ტკბილად
რომ სულ სიკეთეს მკიდეს,
ვინც სულ სიკეთეს თესავს
სადაც კი თვალი ვკიდე
არც როს მოაკლოს, ვესავ
- ღმრთის ლოცვა-მადლი ტიტეს!


3.

შენთან საუბარს სულ ვნატრობ
უბერებელო მოხუცო!
მონატრებისას მინდება
შენსკენ სნეულმაც მოვკურცხლო!..
მაგრამ რა ძალმიძს დავრდომილს,
თავი ცეცხლშიაც რომც ვტუცო,
ვცდილობ თავზეით ახტომას,
ვინძლო სენები მოვბურძგლო!..

დღეს გავძეხ შენთან უბნობით,
რაც ტელეფონის მადლია
გიჟი პოეტის უფლებით
(ღვთივ რომ არდანამადლია!..)
გაგითამამდი, გავლაღდი,
დაგღალე ღამეადრიან,
შენნაირ კაცებს აქამდის,
ღვთივ კურთხეულთღა ადრიან!
მთისტოლა ჯავრით დაზურგულს
ვერვინ გიხილავს დარდიანს,
რაც შენი გულის დიდბავშვი
ვერაგმა წერამ გათრია!..

,,  -  დიდება  შენს მოთმინებას! ’’
ცხონება გამზრდელს მადლიანს!..


ყოველდღე ველი წამით წამს
შენს საჩემწიგნო ნახელავს,
არ ემგვანება, გულით მწამს
ის სხვის ნაქნარს და ნამხნევარს!
ღმერთს შენზე ლოცვას აღვუვლენ
( თუმც  მუხლთ ვერა  ვხრი ნახევრად... ).
სვებედს ვუმადლი ჩვენს შეყრას,
მე ხომ ბედ-იღბლის მახე ვარ!

მინდა რომ ორმა მოხუცმა
ერთურთს ვუკურნოთ გულები,
ვიცი, შევიძლებთ უფრო მეტს
-  გვაქვს  ამის  ნიჭი  ულევი...
სიკეთის ქნას და სიკეთეს
ხამს  მივყვეთ დაუსრულებივ,
ჟამთასვლით ვაჟკაცს,  შენს  ბადალს,
ნირს ვრ შეუცვლის სრულებით!

* * *
 
ამბავი მითხრეს ბიჭებმა,
ჯერ შენთვის არ მიამბია,
თუმცა დღემდის  გულის ძაფებზე
მძიმე  ქვალოდად  მაბია...
მის გახსენებამ აქამდე
მატიალა და მარბია,
მსგავსი ხსოვნისგან ზოგ-ზოგნი
შექანებულნი გარბიან...

* * *
დღეს  გახსენებაც  ამისა
ადრც  მგონია,  გვიანიც.
რადგან გულს  ხსოვნად რაც დარჩა 
სულს  კი  არ  ანაგვიანებს...

შენში  ცოცხლობს  და  არ  გტოვებს,
თუ  თვალშწინ  არ  გიტრიალებს,
ზოგი,  სულ  მივიწყებული
მოულოდნელად  იალებს...

ზოგის  სულ  დავიწყება  გსურს
თუ  მიწყივ  გაღიზიანებს,
ზოგს  ეფერები  ბალღივით,
ცივ  დღეებს  რომ  გიმზიანებს...
ხსოვნა  ავ-კარგსაც  არ  არჩევს  -
გვალხენს, თუ გვასევდიანებს,
ტკივილს  ანელებს  ანაზდად
სიხარულს  აახმიანებს...

ზოგიც  წაგვიყვანს  წარსულში
დიდხანს  არც  მოგვატრიალებს,
გადაყრის  ჯანღს  დავიწყების,
სანახთ  გადასწმენდს  მტვრიანებს..
თანაც  ისეთი  ძალა  აქვს,
ხან  გვატკბობს,  ხან  გვატიალებს...
საქმე  ის  არის,რომელი
არჩენს  თუ  აჩენს  იარებს..

ზოგი  სიმშვიდით  აღგვავსებს
ზოგი  ფორიაქს  გვიწყნარებს...
ზოგი  კი  გაუნელებლად 
დარჩენილ  დღეებს  გვიმწარებს...

* * *
...  ოთხი  დღით  ადრე  დავცილდით,
სულ  ერთი  კვირით  უხინჯოდ,
თავად  მითხარი,  ამ  დროში
ჩავეტევიო  გულდინჯად...

რასაც  შვიდ  დღეში  ველოდი, 
შენ  მოგისწრია  სამ  დღეში,
უბედობა  რომ  გწვევია,
ჩაფლულხარ  შავ  განსაცდელში...

შენ მოგიხატავს დაღლილსა
წიგნი სამ დღეში, ზღაპრულად,
ერთი ნახატი ლალისიც
ერია ათში ნაკლულად...
ამბავი გითქვამს ბიჭებთან,
მით მათი გულიც ჩაკლულა ...
,,ეჩქარებაო  იმედის, 
თუ  მეტი  ვერ  მოვიცალე,
მაპატიოსო  როგორმე
დაგვიანებაც,  სიჩქარეც...’’

* * *
შინ  თურმე  შვილი  გესვენა...
ამისთვის  ვით  მოიცალე...
ამის  გამგონე,  გულმკვდარი ,
კინაღამ  გარდავიცვალე...

შინ  შენი  ლალი  გელოდა,
ასული, ობლად გაზრდილი,
მამას რომ დედად გიხმობდა,
იმ დედის ხსოვნის სატკივარს
ყინულივით რომ გილხობდა,
ნაზარდი მამის ნუგეშად,
ანაზდად ცად გაგითხოვდა,
ბედი კეთილად უგეში
ან  უფრო  ძვირფასს  ვის გთხოვდა..

მე რა მეთქმოდა მამისთვის
გასენილისთვის ზღვაჯავრით...
დავგმანე ენაც ამისთვის,
გულიც -  ცრემლებში ჩამხრჩვალი.

შენ  მამა  იყავ,  მე  უცხო,
მაგრამ გულს  მიკლავს  სხვა  ჯავრი...
სამძიმარზედაც  ვერ  მოველ,
მხდალი  გავხდი  და  ლაჩარი...
დამჩემდა  დიდ  ჭირ-ვარამში
გადგომა,  კუდში  ჩანჩალი,
ჩემთვის  ვტირი  და  ვცრემლოობ
ჩემს  ცრემლისღვარში  ჩამხრჩვალი... 
და  დღემდე  მომსდევს  იმ დღიდან
ის  ნაღველი  და  სიმწარე..
ვერც  გნახე,  ვერ  მოგეფერე
უთქმელ-უბრობით  ვიწვალე...

* * *

აწ  უნდა  გთხოვო,  ჩემს  ტიტეს,
გაგიმხილე  რა  მალული  -                                   
მაპატიე  და  შემინდე,
კაცური  ქენ  სიბრალული!
რაც  თავი  მახსოვს  -  გლოვითა
ვარ  მუდამ  გულმომჩვარული...
ვერ  ავიქშიე  აქამდის
ავმარჩხ  აჩრდილთა  არული... 

არც  ეს  მმართებდა  რომ  მეთქვა, 
იქნებ  ოსტატო ნაქებო,
უთქმელად მთქმელო ყოვლისა
უსიტყვოდ ყოვლის გამგებო...
მუდამ  რომ  ველი - ბავშვური
ღიმილი შემომაგებო,
შე  უფლის  თიხით  ნაძერწო
და უფლის კირით ნაგებო!

კეთილის მაღმერთებელო,
სიავის, ლიქნის არ მქებო...
თაფლით მტკივნეულ გულსავსევ,
სამსალის მგმობელ-მძაგებო,
ვინაც  უმცროს ძმად მიგულე
( სხვა ძმებმაც მიძმეთ, კარგებო!),
მიხმე და შენთან გავჩნდები,
როგორც რომ დამიძახებო!..
შენ მიცნობ, თუ არ სიკეთეს,
სხვას ვერას გავიზრახებო...
შენს  გვერდში  ამოსადგომად
გულს  ოფლით  გავიქაფებო..
მე თუ ვერ გამოგადგები,
სხვანიცა  გვყვანან  ბალღებო...
არ  გვიცხოვრია  ამ  სოფლად
უღმერთოდ  და  უგანგებოდ,
ვერც  დაგვიბრიყვებს  ვარამი,
ჯავრსაც  ღვთისცეცხლი  ვაგებოთ!
მსახვრალი  გულის  ტკივილიც
ჩვენს გულებშივე ჩავკეპოთ...

სევდავ,  შენც  ჩამოგვეცალე,
შორს,  ჩვენგან,  გადასაგებო!
მაგრამ შენთან არს უფალი,
ღვთისმოშიშობით ნაქებო
ზეცაში  ღმერთთან ასი წლის მერე
კაცის სახელის წამღებო!

-  ბოლოს  მუზათა  ცარგვალიც
ამ  გულის  სისხლით  გავღებოთ!..

ვწეროთ, ვხატოთ და ვიღვაწოთ,
ამაოება  ვაჯავროთ!
-  არ  გაცვდე  ხმალო,  პირბასრო,
არც  შენ  გაირღვე,  აბჯარო!

* * *
მაინც საიდან სიცოცხლის
და შექმნის ნიჭი ამხელა,
პოეტის გული ფაქიზი
ვერცრამ რომ გაგიქვახევა...
ვერ გაიძულა ჭირ-ჯავრმა
შედრკომა, უკან დახევა,
მუდამ წესია კაი ყმის,
ჯავრის მუხლებზე დახევა!..

არ  ხამს ძნელდასავიწყებლის
სულ ჯავრის გულზე დახვევა,
შენ იცი რაც ეკადრება
საფიცარს, გულში სახვევარს!..
შენი სიდინჯის სიცხოვლე
სნეულს ამთელ-ამხნევებს,
შეაძლებინებს  უმალვე
სულიდან სევდის ახევას!

რა  გითხრა,  გულ  და  შვილმკვდარო,
ძმავ  და  ოსტატო  საქებო!..
განათუ  გეპირფერები
და  მით  თავს  შეგაძაგებო...
უნდა  ატარო  დიდჯავრი
მოყვასს  ღიმილი  აგებო,
ღმერთმა  დალოცოს  ის  სახლი,
სადაც  შენ  ტაძარს  აგებო!!!

23.  11. 2011







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები