ავტორი: გიორგობელა ჟანრი: პოეზია 2 ოქტომბერი, 2008
გავუჩინარდეთ, მოდარაჯე სამყარო ვიდრე,
გავუჩინარდეთ, მოდარაჯე სამყარო ვიდრე, სახელებს ჩვენსას სასიკვდილოდ ამოახველებს, გავუჩინარდეთ, მაგრამ სად ვართ, საიდან მოვალთ?! საით გავექცეთ თვალებიდან გამოჩრილ ხელებს. შენ შემაფარე იმ შენს მიწას, მე ჩემი მიწა მოვიტანე და მოვიყაროთ ფესვებზე მერე... თუნდ, მიწა, ჩვენი ნატერფალი ტალახად იქცეს, ლაფში ნაგდებზე შურით მზერას ვინ შეაჩერებს. ...გავუჩინარდეთ! მაგრამ სად ვართ?! საიდან მოვალთ?! საით გავექცეთ თვალებიდან გამოჩრილ ხელებს.