ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2011


. . . წვიმის ლალები. . .

ქალაუ შენის ცქერითა ვიწვი,
შენი თვალები, მზერაში დამრჩა.
თუ გინდ დღე და ღამ უწყვეტად ვივლი,
შენთან შეხებით ეს გულიც გალღვა.

წვიმა ჩამორეცხს სევდის დალალებს,
მტკიცე უარის დაჰბერავს ქარი.
ბაგის სიწითლე დაჰკრავს მკრთალ ლალებს,
ალდაფერფლილი გაჩნდება კვალი.

კარს მოსდგომია, ჩემი ნოველის,
მარტოობისგან დამდნარი ქალი.
მესმის კაკუნი წინა ცხოვრების,
წვიმის წვეთის და პატარა ლალის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები