ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2011


მოწამეობრივად აღსრულებულ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას მოსაგონრად

სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის,
გული ჩემი მამულს მშობელს,
სული ჩემი, გული ჩემი
ამიტომაც უშიშრობენ!..

ვერც სულისთქმას,
ვერც გულისთქმას,
ვერ ჩამიხშობთ ჯალათებო,
ხორცი თქვენთვის მომიგდია,
თქვე სატანის ხალათებო!

თქვენ სამშობლოს მიკორტნიდეთ,
შევაგუო მე თქვენს შანთებს
სკიპტრა, მიტრა ეკლესიის?
საჭეთმპყრობელს არა მმართებს!..

ამაღლდება სული ზეცად
უმსუბუქეს ბილიკებით...
იმ გზით მივალთ სამოთხისკენ,
რითიც ვცხოვრობთ, რითიც ვკვდებით!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები