ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2011


თამარ...

მინდა დაგხატო ვით მარგარიტა,
თვალწინ მიდგება შენი პირ-სახე,
შენ ლამაზი ხარ როგორც მარიტა,
შენთან გავჩნდები თუ დამიძახებ.
მსურს ვიღვრებოდე ქარში კოცნებად,
სულგანაბული  ვუსმენდე შენ გულს,
თუ დაგჭირდება მოვალ ოცნებად
და თარაშივით შევტოპავ ენგურს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები