 | ავტორი: ბაშკა ჟანრი: პოეზია 12 დეკემბერი, 2011 |
მიყვარხარ - როცა გხედავ და ჩემს გვერდით როცა არ სახლობ, მიყვარხარ - ისე ძილისთვის დრო მენანება და ვდარდობ. მიყვარხარ - მთელი გონებით, მთელი გულით და სულითაც, მიყვარხარ - როცა საუბრობ მარტოს რომ მტოვებ დუმილთან. მიყვარხარ - რაღაც უსაზღვროდ, უკიდეგანოდ, უგონოდ, მიყვარხარ როგორც იტყვიან ახლა ამ დროში - უგონოდ! მიყვარხარ - "კაი ერთითაც", " კაი ორითაც" "სამითაც", მიყვარხარ - წუთში სამოჯერ ვერ გტოვებ ერთი წამითაც, მიყვარხარ - ჩემი ლოდინით, ჩემი ფიქრით და ოცნებით, მიყვარხარ - მგონი ამ გრძნობით დედამიწასაც მოვწყდები. მიყვარხარ - დარშიც, ავდარშიც, შენი იმითაც, ამითაც, დღესაც, ხვალეც და გუშინაც, მიყვარხარ დღისით, ღამითაც. მიყვარხარ - სიზმრად, იქაც ხომ არ მტოვებს შენი ხატება, მიყვარხარ - როგორც ეს სიტყვა ამ ლექსს სტრიქონში დაჰყვება, მიყვარხარ - როცა გიჩივი გპასუხობ გულისწყრომაზე, მიყვარხარ - გაზაფხულობით, მიყვარხარ შემოდგომაზე, მიყვარხარ - მზიან ამინდში, მიყვარხარ წვიმის თავსხმაში, მიყვარხარ - ცხელ ზაფხულში და მიყვარხარ შუა ზამთარში. მე შენ მიყვარხარ - უსაზღვროდ უკიდეგანოდ უგონოდ, მიყვარხარ - როგორც იტყვიან ახლა ჩვენ დროში - უგონოდ ! ! !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. აი სად ეს და სად პოეზია :| აი სად ეს და სად პოეზია :|
3. კარგია, რომ გიყვარს... კარგი გრძნობაა სიყვარული. კარგია, რომ გიყვარს... კარგი გრძნობაა სიყვარული.
2. რას ვიზამთ სუსტი როცა შეგიყვარდება სუსტს წერ ადამიანი : ) რას ვიზამთ სუსტი როცა შეგიყვარდება სუსტს წერ ადამიანი : )
1. რომ გიყვარს ეს კარგია.. .ლექსი სუსტი - გრძნობა ძლიერი. რომ გიყვარს ეს კარგია.. .ლექსი სუსტი - გრძნობა ძლიერი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|