ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაშკა
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2011


კოლექცია...

მე კოლექციას ვაგროვებ თქვენსას,

თავს ვმატებ ძალას მე თქვენი ნახვით,

მშვენებას თქვენსას სხვა ფერით ვხედავ,

როდესაც გიცქერთ მე სივერაგით.





როცა ცრემლი გდით - ჩემთვის წვიმდება,

თქვენდამი ფიქრი მუდამ მათოვდა,

ზოგი თქვენგანი ქმარს გაეყარა,

ზოგი კი გულს მტკენს თურმე გათხოვდა...





ზოგი მიღიმის თანხმობას მაძლევს,

ზოგიც მაშმაგებს მესმის - უარი,

აფერუმ ზოგჯერ ტყუილს სატანას,

როცა სიმართლე უღმერთო არის.





ჩემ ტყუილებით ეძლევით თრობას

და მერე ამას თურმე მატყობდით,

თქვენს ფიქრებშივე ეს მერამდენედ,

თურმე საჩემოდ უკვე გათხოვდით.





მე სხვანაირად აღგიქვამთ ყველას,

ოცნებებს თქვენსას ფერადს ვხდი ფუნჯით,

და სილამაზეს რითაც თქვენ მათრობთ,

ვიხდი ამ ლექსით - საჩემო ხურდით.





როდესაც გიცქერთ თვალებში ხარბად,

მინდა თაყვანი გცეთ და დავეცე,

ზაფხულის სიცხე მედება ლანდად

მერე სათვქენოდ კვლავ ლექსს დავეძებ.





ხან თვალებს ვხუჭავ ეშხით დამტკბარი,

სხვაგან თქვენგვარი სად ხარობს ვარდი,

უფრო ხანგრძლივი ვინ იცი კოცნა,

მე რომ ნახმოკლედ მიქცია დარდი.





ზღვა თუ ბობოქრობს სულ თქვენით არის,

ბედს ვწყევლი თქვენგან მერგება ერთი,

თქვენ უნდა ცისფერ ღრუბლებთან იწვეთ,

მუხლებთან გეჯდეთ შემკრთალი ღმერთი.





ღრუბლის ჰამაკში ართობდეთ ფიქრებს,

მე გიდარაჯებთ ვიქცევი მწყემსად,

აბა უთქვენოდ ვინა ვარ რა ვარ ....

მე კოლექციას ვაგროვებ თქვენსას !!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს