ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2011


. . . ოცნების ტყვია . . .

ზოგს კლდე ხიბლავს და ზოგსაც ნაპირი,
მაგრამ იმქვეყნად არა აქვს აზრი.
მე ერთი ვიცი, რომ ჩემს საფლავზე
თვით სიმარტოვე ოცნებებს გაჰყრის.

სამწუხაროა, თუ სიმართლეა,
რომ სხივი მხოლოდ ერთხელ კვეთს სხვა სხივს.
ასე თუ ქრება ის ბრწყინვალება,
და თუ მეორე შანსი არ არის...

თუმცა ოცნება ოცნებით სკდება
და რეალობა იმედებს ებრძვის.
ჩემი სიცოცხლე მარტო არ რჩება,
ფიქრებში მაინც შენს ფიქრებს ეტრფის.

და სევდიანი ალერსის ნაცვლად
უცრემლო სიცხე გაახმობს მიწას.
კვლავ საფეთქელი გავარვარებულ,
შენი ოცნების, იგემებს ტყვიას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები