ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2011


უბრალოდ...

უბრალო გოგო ვარ, უბრალო ოცნებით,
ლამაზი სიტყვებით და უნდო გონებით...
ჩემგან რომ შორს წახვალ და მოგაგონდები,
ოცნების ღრუბლებში მოგძებნი გოდებით...

დავკარგე ეს გული, დავკარგე სამყარო,
ცარიელ კედლებში ავღმოვჩნდი უაზროდ.
მიყვარხარ... ვერ გეტყვი, არა მაქვს უფლება
ვერავინ გამიგებს, თუ რატომ, უბრალოდ...

უშენოდ საკუთარს, ვერ ვიგებ ნააზრევს.
საკუთარ გულისთქმას მივყვები უკვალოდ...
მინდა რომ გიყვარდე, მაგრამ რას მოვითხოვ?!
მაგ სიტყვის აზრიც კი არ იცი უბრალოდ...

დრო უცებ გავიდა, მეგონა დიდი ვარ...
ბავშვური ფიქრებიც გამიქრა ვიცი,
ოცნების მიღმა დავრჩი სულ მარტო,
შენ მელოდები,თურმე მის იქით..

ყველა ბიჭს რატომღაც შენ სახეს ვამსგავსებ,
რატომღაც არაფრით მშორდება აზრი...
რომ ერთხელ შეიგრძნობ, რასაც მე განვიცდი,
და მე შენ გვერდით არ ვიქნები მაშინ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები