დაბადებიდან მახსოვრობას შემორჩი ასე: ცარცით დავხატე კლასობანა,ვაპარებ მზერას, კალათში ბურთი ჩააგდე და იმ მომენტს ეძებ, ფეხს რომ აიდგამს სახურავზე ბავშვობის მზე...,,პას"!
თამაშობ ჯოკერს...მე მაგიდის კიდესთან ლახტით, ავხტი და დავხტი,გადავახტი ჩემს თავსაც ბევრჯერ, და არა მხოლოდ,არა დღემდე და არა მაშინ... გავიზარდე და მაინც მინდა ბავშვობას შევრჩე.
როცა ვაწვალებ მზერით კედელს,ვუკიდებ ალებს, ვსესხულობ გრძნობებს,ვალად მადევს რამდენი მარტი, შენ რომ გიყურებ,ბავშვობიდან შემოვრჩით ასე, და ვდგავართ ზურგით რახანია წარსულის კართან.
შენ გადადიხარ სამყაროში,სადაც მე გხვდები, მე ვამტვრევ კარებს(ვერ ვიტანდი ჩარჩოებს იცი), ვკენწლავდი იმ ბურთს,შენ რომ გუშინ გეჭირა ხელში, მერე ქურდულად ხელისგულში ვმალავდი სიცილს.
და ასე დღემდე...გაგვივლია არც თუ იმდენი, რომ დავიწყების ფარდებიდან კატა გამოძვრეს, სიზმარში ვარ თუ...რა აზრი აქვს...ნუ გამიქრები და ერთად ვიყოთ უახლოეს კიდევ სამოც წელს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ავხტი და დავხტი,გადავახტი ჩემს თავსაც ბევრჯერ, და არა მხოლოდ,არა დღემდე და არა მაშინ... გავიზარდე და მაინც მინდა ბავშვობას შევრჩე.
კარგი გოგო ხარ :) ავხტი და დავხტი,გადავახტი ჩემს თავსაც ბევრჯერ, და არა მხოლოდ,არა დღემდე და არა მაშინ... გავიზარდე და მაინც მინდა ბავშვობას შევრჩე.
კარგი გოგო ხარ :)
2. და ერთად ვიყოთ უახლოეს კიდევ სამოც წელს.
:)++ და ერთად ვიყოთ უახლოეს კიდევ სამოც წელს.
:)++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|