 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 20 დეკემბერი, 2011 |
ღვინოში ჭინკამ ამოჰყო თავი, როდის ისკუპა ვერ შევამჩნიე, სიფხიზლე გუშინ დავაღალატე, გონიერებას ზურგი ვაქციე.
თურმე საიდან აქ შენი სახე! ჭინკას ოინებს მოჰყევი ფიქრში, ღვინომაც მაგრად დამაშამათა, და მახსენდება თოვლიან ნისლში, შესგან მოძღვნილი ჯადო სიტყვები, “ძლიერ მიყვარხარ…” - მითხარი ღამე, ვინ იყავ მაშინ, კი აღარ მახსოვს, ციცქნა ვარსკვლავი, თუ მომღიმარე, ნათელი მთვარე?
ხელებით ვიფშვნეტ ბახუსის თვალებს, ლუდის ბოკალზეც კვლავ ეს რქიანი, წკიპურტი ვკარი, სახლში გავაგდე, დღე მომენატრა ზამთარს მზიანი.
შენ კი სადა ხარ, ნუთუ მესიზმრე, კვლავაც ნისლეულს ლოთობის ღამეს, ეტყობა მართლაც ვერ დაგივიწყებ, ეჰ, ავდგე, ავდგე, გონზე მოვიდე, დილის მადლია დავლიო რამე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მაპატიე, ბანალურია - არ მომეწონა. მაპატიე, ბანალურია - არ მომეწონა.
1. kargia zalian kargia zalian
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|