ზეცა განრისხებით დაყურებს დედამიწას, მიწა იღიმება რა გულჩვილიაო, შუბლი შეუკვრია ტირილსაც აპირებს, ყველა შენ გიყურებს რა სირცხვილიაო... ზევიდან გვიყურებ შენია ყოველი, დღეს ჩემი სტუმრებიც შენ შეგხარიანო, ჩემს თავზე ცხოვრობენ ჩემით არსებობენ, შენ კი გეტრფიან და შვილებს გითვლიანო... და თავისუფლება როცა ეღირსებათ მათ ცოდვილ სხეულებს საბნად ვეფარები, სულელი სულები სენსკენ ისწრაფიან მშობელი ვის ახსოვს ვისღა ვებრალები! მაშ რაღა გატირებს თავს ვიღას აცოდებ?! შენს ტრფობას შევლიე მე მთელი ცხოვრება შენი ხასიათი ვეღარ შევიცანი სენს თვალებს შევყურებ მე მთელი ცხოვრება... ხან თეთრ კაბას მიქსოვ ხან კი თმებს მიწეწავ მე არ გებუტები ცრემლები დამალე, ღრუბელი აიფარე ყველა შენ გიყურებს ღიმილი გიხდებაო ცრემლები დამალე...