არ მომიხურო სახლის კარი, ფართოდ გამიღე. ვერ ხედავ? უკვე მინავლულა ბუხარში ცეცხლი. სიცივისაგან მობუზულან მოწყენილი თიხის ჩიტებიც და ნისკარტებზე შეჰყინვიათ გალობის წვეთი.
მოვალ. კერიას გავაღვივებ ისევ თავიდან კვარადქცეული ჩუმი ფიქრებით. დაიწმინდება ლოდინისგან დაორთქლილი ფანჯრის მინები, მოჭიქულ ფრთებს შეარხევენ თიხის ჩიტებიც, ყელმოღერებით რომ უყვარდათ გალობა ჩვენთვის, წვიმაშიც, მზეშიც… (დღეს ყველა ჩიტი იგალობებს!)
სახლში შემოვალ. ჩამოვიხსნი ქარვის მძივებს – ხოჭოების მდიდრულ სარკოფაგს და როცა ყველას მარცვალ–მარცვალ ამოვტეხავ, გაფრინდებიან ხოჭოები მახარობლებად, პატარა ფრთებით წაიღებენ ქარვის ნამსხვრევებს და ზეცაზე, უჩინარი ვერცხლის სირმებით ჩამოჰკიდებენ. (დღეს ვარსკვლავები აინთებიან!)
გამიღე კარი, ფართოდ გამიღე. მომაქვს ჩუმი ჟრიამულით სავსე სხეული სასაცილო მუცლის ბორცვაკით. ზედ გადაშლილა სოსანები და ტიტინა მატიტელები. შენ უბრალოდ, ყური მომადე. გესმის? წკრიალებს შუშის ეჟვანი, ნუ დაიბნევი, ეს ჩვენი შვილის გული ფეთქავს, ის მოდის ჩვენთან! მოაცილებენ გამჭვირვალე ანგელოსები და ჩვილისფერი ფანტელები–პაწაწინა სტიქაროსნები.
…ჩვენ კი არ ვიცით, სად დავმალოთ ხელის მტევნები, არაფრის გამო ერთმანეთზე გაბუტულები.
მომეცი ხელი, უნდა დავწნათ ოქროს ტახტი - მკვიდრი და მყარი, გავაღოთ კარი, ფართოდ გავაღოთ! დღეს მობრძანდება შობის სტუმარი, შუშის ეჟვნების წკრიალ–წკრიალით ოჯახსა ზედა, შენთან და ჩემთან. დღეს ყველა ჩიტი იგალობებს, აინთება ყველა ვარსკვლავი!
…დღეს შობა დგება…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ულამაზესი სამყარო გაქვთ!ფაქიზი,დახვეწილი! ლექსიც ასეთია! +2 ულამაზესი სამყარო გაქვთ!ფაქიზი,დახვეწილი! ლექსიც ასეთია! +2
19. როგორ მიყვარს შობაააა! :)
ტკბილია შენი ლექსი! როგორ მიყვარს შობაააა! :)
ტკბილია შენი ლექსი!
18. დიდი მადლობა!:) შობას გილოცავთ! შობის მადლი გვფარავდეს! დიდი მადლობა!:) შობას გილოცავთ! შობის მადლი გვფარავდეს!
17. ულამაზესი ლექსია!ლელა,გილოცავ დამდეგ ქრისტეშობას! ულამაზესი ლექსია!ლელა,გილოცავ დამდეგ ქრისტეშობას!
16. რაკარგი იყო :) :*
http://www.youtube.com/watch?v=RzUgtWz01Lw&feature=related ლექსის კითXვას რომ მოვრჩი , წამეღიღინა თავისით რაკარგი იყო :) :*
http://www.youtube.com/watch?v=RzUgtWz01Lw&feature=related ლექსის კითXვას რომ მოვრჩი , წამეღიღინა თავისით
15. წავიღე მე ეს ჩემს ფბ გვერდზე და სულით და გულით გილოცავთ შობას! წავიღე მე ეს ჩემს ფბ გვერდზე და სულით და გულით გილოცავთ შობას!
14. ვახ, შენ გენაცვალე რა, რა ლამაზი ლექსია. მომწონს, რომ ყოველთვის გაქვს სათქმელი, ძალიან ლამაზი სათქმელი და ამბობ კიდეც მკაფიოდ. ვახ, შენ გენაცვალე რა, რა ლამაზი ლექსია. მომწონს, რომ ყოველთვის გაქვს სათქმელი, ძალიან ლამაზი სათქმელი და ამბობ კიდეც მკაფიოდ.
13. გამიღე კარი, ფართოდ გამიღე. მომაქვს ჩუმი ჟრიამულით სავსე სხეული სასაცილო მუცლის ბორცვაკით. ზედ გადაშლილა სოსანები და ტიტინა მატიტელები. შენ უბრალოდ, ყური მომადე. გესმის? წკრიალებს შუშის ეჟვანი, ნუ დაიბნევი, ეს ჩვენი შვილის გული ფეთქავს, ის მოდის ჩვენთან! მოაცილებენ გამჭვირვალე ანგელოსები და ჩვილისფერი ფანტელები–პაწაწინა სტიქაროსნები.
ძალიან ახლო ჩემთვის... როგორც ყოველთვის საოცარი ემოცია და აურა აქვს შენს ლექსს...
გილოცავ ახალ წელს... ყოველივე საუკეთესო მოეტანოს :* გამიღე კარი, ფართოდ გამიღე. მომაქვს ჩუმი ჟრიამულით სავსე სხეული სასაცილო მუცლის ბორცვაკით. ზედ გადაშლილა სოსანები და ტიტინა მატიტელები. შენ უბრალოდ, ყური მომადე. გესმის? წკრიალებს შუშის ეჟვანი, ნუ დაიბნევი, ეს ჩვენი შვილის გული ფეთქავს, ის მოდის ჩვენთან! მოაცილებენ გამჭვირვალე ანგელოსები და ჩვილისფერი ფანტელები–პაწაწინა სტიქაროსნები.
ძალიან ახლო ჩემთვის... როგორც ყოველთვის საოცარი ემოცია და აურა აქვს შენს ლექსს...
გილოცავ ახალ წელს... ყოველივე საუკეთესო მოეტანოს :*
12. მშვენიერი... თავად დღესასწაულივით :)
მშვენიერი... თავად დღესასწაულივით :)
10. სულ "აესეთი" "მისლპრიშოლები" და "პრაზდნიკპრიშოლები" თქვენ და ყველა თქვენიანს!(და თქვენს ყველა მკითხველს) სულ "აესეთი" "მისლპრიშოლები" და "პრაზდნიკპრიშოლები" თქვენ და ყველა თქვენიანს!(და თქვენს ყველა მკითხველს)
9. სახლში შემოვალ. ჩამოვიხსნი ქარვის მძივებს – ხოჭოების მდიდრულ სარკოფაგს და როცა ყველას მარცვალ–მარცვალ ამოვტეხავ, გაფრინდებიან ხოჭოები მახარობლებად, პატარა ფრთებით წაიღებენ ქარვის ნამსხვრევებს და ზეცაზე, უჩინარი ვერცხლის სირმებით ჩამოჰკიდებენ. (დღეს ვარსკვლავები აინთებიან!) რა ლამაზია ლელ...:-* ზღაპარივით ლამაზიიი... საშობაო ილუსტრაციებს გავს...5555555 ასე ლამაზად გაგითენდეს შობის დღესასწაული...ვარსკვლავებ ანთებული...:-* სახლში შემოვალ. ჩამოვიხსნი ქარვის მძივებს – ხოჭოების მდიდრულ სარკოფაგს და როცა ყველას მარცვალ–მარცვალ ამოვტეხავ, გაფრინდებიან ხოჭოები მახარობლებად, პატარა ფრთებით წაიღებენ ქარვის ნამსხვრევებს და ზეცაზე, უჩინარი ვერცხლის სირმებით ჩამოჰკიდებენ. (დღეს ვარსკვლავები აინთებიან!) რა ლამაზია ლელ...:-* ზღაპარივით ლამაზიიი... საშობაო ილუსტრაციებს გავს...5555555 ასე ლამაზად გაგითენდეს შობის დღესასწაული...ვარსკვლავებ ანთებული...:-*
8. უუფ, შე მადლიან სიტყვიანო, შენა! ლექსი ისეთია, ყველა ჭუჭყსა და მტვერს რომ ჩამოგაცლის და პირველქმნილებაში დაგაბრუნებს. სუფთა ჰაერის ერთ დიდ ყლუპსა ჰგავს... შობის მადლი შეგეწიოს, ნიჭიეროოოო!!! უუფ, შე მადლიან სიტყვიანო, შენა! ლექსი ისეთია, ყველა ჭუჭყსა და მტვერს რომ ჩამოგაცლის და პირველქმნილებაში დაგაბრუნებს. სუფთა ჰაერის ერთ დიდ ყლუპსა ჰგავს... შობის მადლი შეგეწიოს, ნიჭიეროოოო!!!
7. ვაიმე, ქალბატონო ლელა, როგორ ჩავთბი ახლა მე! აი ნიჭი რა... საოცრად პოეტურია... სტიქაროსნები... სახლში შემოვალ. ჩამოვიხსნი ქარვის მძივებს – ხოჭოების მდიდრულ სარკოფაგს და როცა ყველას მარცვალ–მარცვალ ამოვტეხავ, გაფრინდებიან ხოჭოები მახარობლებად, პატარა ფრთებით წაიღებენ ქარვის ნამსხვრევებს და ზეცაზე, უჩინარი ვერცხლის სირმებით ჩამოჰკიდებენ. (დღეს ვარსკვლავები აინთებიან!)
მართლაც საშობაო განწყობა დამხვდა აქ – ამაღლებული და საოცრად იდუმალი. მრავალ შობას!!! ვაიმე, ქალბატონო ლელა, როგორ ჩავთბი ახლა მე! აი ნიჭი რა... საოცრად პოეტურია... სტიქაროსნები... სახლში შემოვალ. ჩამოვიხსნი ქარვის მძივებს – ხოჭოების მდიდრულ სარკოფაგს და როცა ყველას მარცვალ–მარცვალ ამოვტეხავ, გაფრინდებიან ხოჭოები მახარობლებად, პატარა ფრთებით წაიღებენ ქარვის ნამსხვრევებს და ზეცაზე, უჩინარი ვერცხლის სირმებით ჩამოჰკიდებენ. (დღეს ვარსკვლავები აინთებიან!)
მართლაც საშობაო განწყობა დამხვდა აქ – ამაღლებული და საოცრად იდუმალი. მრავალ შობას!!!
6. ლამაზი ლექსია. ლამაზი ლექსია.
5. გილოცავთ შობას. გილოცავთ შობას.
4. აინთება ყველა ვარსკვლავი!
…დღეს შობა დგება…
რა კარგია...
+2 აინთება ყველა ვარსკვლავი!
…დღეს შობა დგება…
რა კარგია...
+2
3. ალილო!
მრავალ შობას დაგასწროთ ღმერთმა! ალილო!
მრავალ შობას დაგასწროთ ღმერთმა!
2. ასევე შენც ჩემო ძვირფასო, გწყალობდეს და გიფარავდეს შობის მადლი და სიხარული :) როგორ მიყვარს ეს ლექსი თავისი თიხის ჩიტებიანად :) ასევე შენც ჩემო ძვირფასო, გწყალობდეს და გიფარავდეს შობის მადლი და სიხარული :) როგორ მიყვარს ეს ლექსი თავისი თიხის ჩიტებიანად :)
1. დამდეგ შობას გილოცავთ! გვფარავდეს შობის მადლი... დამდეგ შობას გილოცავთ! გვფარავდეს შობის მადლი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|