ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შაორელი
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2012


***

მზე ჩაესვენა, მოდის საღამო-
ფეხაკრეფილი, წყნარი.
მოყვება ღამე, შავი სამოსით,
ვით მგლოვიარე ქალი.
ზეცამ დახუჭა ლურჯი თვალები;
ქარმა აუშვა ნავი;
მთვარესთან ერთად შემოიარა
თვით ქვეყნის დასავალი.
შემოათენდათ აღმოსავლეთთან,
მზემ შეანათა თვალი.
სამყაროს დედამ გაიღიმა და
ღამეს მოუკვდა თავი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები