ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაშა რამინიშვილი
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2012


მინდა გაჩუქო

მინდა,გაჩუქო მომდევნო ზაფხული
რადგან სიცოცხლე არ გვმატებს წამებს.
მინდა,გიყიდო უღრუბლო ზეცა
შენ სიხარულში,რომ დაგაღამდეს.
  მინდა დავხატო ლამაზი კაბა,
  რომ მოგანდომო შენ მისი ჩაცმა.
  მინდა გავხადო ტანზე ამ მთვარეს,
  მისი ნათება მეტად რომ ჩაგწვდეს.
მინდა,დავფლითო შენი წერილი
სადაც მპირდები ისევ შეხვედრას.
მინდა ჩაგიკრა უძირო სულში
რადგან ვერ მიხვდე დრო სად მთავრდება.
  მინდა მოგიძღვნა ახალი დილა
  მსურს გიწილადო ზღვის ეს ტალღები
  რადგან დაფიქრდე შხრიალის ხმაზე
  და მიხვდე სიევ მე გენატრები.
მინდა გაჩუქო მომდევნო ზაფხული
მინდა გიყიდო უღრუბლო ზეცა
მინდა დავხატო ლამაზი კაბა
რომელიც მაშინ შენ ტანზე გეცვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები