 | ავტორი: ქიტა ჟანრი: პოეზია 23 იანვარი, 2012 |
აუხსნელია ის ემოცია მონატრებისას მწარედ ,რომ გიხვევს შენი მცდელობა მისგან დახსნისა კი უფრო მძაფრად გიჩვნებეს ფირებს. მეხსიერებას მივიწყებული ძველი ფილმები კადრებში გითრევს ტელეეკრანზე მიჯაჭვული კი ნოსტალგიისკენ მიმართავ ფიქრებს. პირველი დუბლი შენი ბავშვობის სადაც დედ-მამა ალერსით გღლიდნენ და ნატკენ მუხლზე მალამოს ნაცვლად მათი კოცნა ,რომ გაძლევდა იმედს. ეს კადრიც გადის ცისფერ ეკრანზე და მონატრება უნდობლად გიტევს, როგორ მინდოდა დუბლში ჩარჩენა, რომ განმეცადა ის სითბო კიდევ. მეორე დუბლი იწყება ფირზე, თვალებში სევდას ცრემლებით ვიტევ გამწვანდა ყველა ნაცნობი ხედი, მე კი მინდორში პეპელას ვიჭერ. მოგონებები ღრმად ფსკერზე მიშვებს ტალღის დარტყმისას სულ ზევით იწევს, მძიმედ ტივტივებს, სანამ ბოლომდე არ ჩამითრევს და მომახვევს ზვირთებს. მონატრებული სიმშვიდეს, თბილ მზეს, ძველ დროის განცდა მიმიძღვის ჩრდილ ქვეშ, უჩვეულოა ის ემოცია მონატრებისას გულში,რომ გიცემს. ხო მენატრება!რაგაცა მჭირს, მტეხს, უპრობლემობას მივსტირი,მივსდევ, ასე ამგვარად მინორთა წყობით ფილმის მუსიკამ მომიცვა ფიქრ ქვეშ. ხოდა დასასრულს კადრები ფირზე თითქმის მთავრდება ტიტრებიც მისდევს რთული ყოფილა გამოესალმო წარსულის მოტივს ფონად რომ გიჟღერს. მაინც რა ძალა აქვს მონატრებას? უკან გახედებს გულს ქვევით გიწევს ყოფას ვაგრძელებთ ,მაგრამ გვაკლია მოგონებიდან ის დუბლიც ფილმზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. წარმატებები : )) წარმატებები : ))
3. "სადაც დედ-მამა ალერსით გღლიდნენ და ნატკენ მუხლზე მალამოს ნაცვლად მათი კოცნა ,რომ გაძლევდა იმედს."
რა ტკბილი სიტყვებია!!! :) "სადაც დედ-მამა ალერსით გღლიდნენ და ნატკენ მუხლზე მალამოს ნაცვლად მათი კოცნა ,რომ გაძლევდა იმედს."
რა ტკბილი სიტყვებია!!! :)
2. კარგი რამ არის მონატრება. კარგი რამ არის მონატრება.
1. მეც მენატრება ხოლმე )))) მეც მენატრება ხოლმე ))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|