ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შაორელი
ჟანრი: პოეზია
23 იანვარი, 2012


***

შენ რომ ჩემგან მიდიოდი
ან მე შენგან სულ-ერთია
მზემ ღიმილი გადამალა,
ცას ღრუბლები შეესია,
მთები დადგა ყიარა-მალა;
ცამ ჩამოდგა დაბლა ფეხი.
დამიმძიმდა ძლიერ სული,
გულმაც მოადინა რეჩხი.
შენ რომ ჩემგან მიდიოდი,
იყრებოდა ჩვენი გზები,
ფეხქვეშ მიწა მეცლებოდა;
მეცემოდა ციდან მეხი.
შენ რომ ჩემგან მიდიოდი
ან მე შენგან-სულ ერთია,
მზემ ღიმილი გადამალა,
ცას ღრუბლები შეესია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები