 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 31 იანვარი, 2012 |
დაღლილი დღე რომ სიმყუდროვეს დაესვენება, ქაღალდის ტანზე შესაძლოა საგა დაიდოს, საფიქრალია, საერთოდაც ეს ლექსი გახლდეთ, და ნედლი სიტყვით პოეზიის კოშკი აიგოს.
ქაღალდს ედება გუბედავად, ჯერ მელნის წვეთი, მუზის შუქრჩდილი შემოსაზღვრავს ფურცლების კონტურს, ვცდილობ გავხადო ბწკარი აზრიანი, სიტყვით ძლიერი, არ წააგავდეს რითმას დაკვეთილს და აზრებს მონურს.
გაქვავდა წერა, აზრი მელანში კვლავ აირია, ისევ წაშალა დღევანდელი ცხოვრების კვალი, ქაღალდს ვეხები და ძალას შევთხოვ მე ცხრავე მუზას, რომ გამიხელონ მდუღარე სისხლში გრძნეული ალი.
თეთრ ქაღალდზე კი, მელნის კვალში მიედინება, ჩვენი ცხოვრების ანარეკლი წყაროს რიგებად, ჩუმად იყავით! ნუ დააფრთხოთ მოფრენილ მუზებს, და წერეთ ქართველებო, თუკი ლექსი გეწერინებათ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ვცდილობ გავხადო ბწკარი აზრიანი, სიტყვით ძლიერი, არ წააგავდეს რითმას დაკვეთილს და აზრებს მონურს. მომეწონა!
ჩუმად იყავით! ნუ დააფრთხოთ მოფრენილ მუზებს, და წერეთ ქართველებო, თუკი ლექსი გეწერინებათ.
გეთანხმებით 100%-ით. :-) ვცდილობ გავხადო ბწკარი აზრიანი, სიტყვით ძლიერი, არ წააგავდეს რითმას დაკვეთილს და აზრებს მონურს. მომეწონა!
ჩუმად იყავით! ნუ დააფრთხოთ მოფრენილ მუზებს, და წერეთ ქართველებო, თუკი ლექსი გეწერინებათ.
გეთანხმებით 100%-ით. :-)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|