ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mer@bi
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2012


ჟოან

თითო ჭიქა კალვადოსი,ჟოან...
ლოლოებად ჩამოშლიათ თმები
სახლებს,
(როგორც არის ზამთრის მოდა.)
ჩვენ კი,
მხოლოდ  ვაშლის არყით ვთბებით.

მერე რა,თუ ძვლებში ყინვა ჟონავს.
ზამთარია ბოლო ბოლო აქაც.
წამო,
ზეცა  გადავრეცხოთ,ჟოან.
მოვაშოროთ პარიზს ღამის ლაქა.

აჩრდილების პანტომიმა თოვლზე...
ქუჩები გავს ლამპიონთა ბაღნარს.
სურვილები ოცნებებად მოვლენ
წამოდი და ტრიუმფალურ თაღთან
დავხვდეთ.
ბედი სიყვარულის  მახეს
გვიგებს ჩვენ კი დავაღწიოთ თავი
არ გვსურს.
ჟოან, გაზაფხული გახსოვს?
ნუთუ ასე დაგავიწყა თოვამ.

წამო,
ვცადოთ,
ეიფელის კოშკთან
რეალობა გავიხადოთ ტანთ და
ფანტელებად მოვწყდეთ ზეცას,ჟოან.
გაზაფხულის ნატვრა ჩამოვაბათ
ქალაქს.
მალე აგვისრულდეს იქნებ
თორემ ,როგორც ხედავ,
სახლში ყოფნას
გადავყევით.
კალვადოსით ვივსებთ
ჭიქებს და დრო ასე გავყავს,
ჟოან...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები