 | ავტორი: პეტრე ჟანრი: პროზა 22 აპრილი, 2008 |
ფილოქსერა
_ ვაა!!! რა უქნით. ეს რომელ ჭკუა დამთხვეულს მოუვიდა თავში აზრად ამის გაკეთება?! რას ამბობენ კაცო, გესმით? საწამლავიაო, კაცო, საწამლავი! _იძაზდა ტელევიზორთან მჯდომი სოსო იობაძე, რომელსაც ორივე ხელით წინმკლავის პოზა ჰქონდა დაჭერილი და რაღაც, გასაოცარი ინფორმაციის მოსმენის მერეც კი, მიმკლავში ვეღარ გადაეტნა. _ რა მოხდა ბებია ამნაირი? რა უბედურობა გითხრეს, მაგ სასიკვდილეებმა, ხელები რომ გაგიფშიკეს? _ უთხრა მინადორა ბებიამ, რომელიც ამოლესილ ლობიოს მიირთმევდა, თან როგორც წესი, ერთ ჭიქა სახლის ღვინოს აყოლებდა. _ რა ბებია და... _ როგორც იქნა ჩამოუშვა ხელები სოსომ,_ რუსეთს, ქართული ღვინის შეტანა აუკრძალია მის ტერიტორიაზე. _ რატომ ვითომ? _ იკითხა მინადორა ბებიამ და თავისივე ჭიქიდან ნახევრამდე მოსვა. _ რატომ და საწამლავია თქვენი ქართული ღვინოო! _ აუხსნა სოსომ. _ ვინ თქვა ბებია მაგი? _ ვერ გაერკვა მინადორა ბებია. _ ვინ და, რუსეთის მთავრობამ გამოაცხადა, მერე თუკი სადმე ქართული ღვინო ნახეს, კანალიზაციაში ჩააქციეს, ბოთლის ღვინო კი ტრაქტორებით დაფშვნეს. _ მოახსენა ნანახი და გაგონილი შვილიშვილმა. მინადორა ბებიამ ჭიქას ხელი მოკიდა და თქვა: _ ამ ნახევარი ღვინის ჭიქით ბებია, იმ ცხონებული ბაბუაშენის მამის _ ოსია იობაძის სადღეგრძელო მინდა გითხრა და კიდე ბებია, იმ რუსის კაცების, რომლებმაც ქართული ღვინის ფასი იცოდნენო, _ თქვა და ღვინო ბოლომდე გამოცალა. _ მინადორა, ვერ გევიგე რა მითხარი. თუ ქალი ხარ გადამითარგმნე, რა შუაშია ბაბუაჩემის მამა _ ოსია იობაძე და ვიღაცა რუსის კაცები?? _ ითხოვდა განმარტებას მის წინაპარზე შთამომავალი. _ ეს ამბავი ბებია, დიდი ხნის წინ მოხდა... მე რომ იობაძეების რძალი გავხდი, 1935 წელს, 16 წლის ვიყავი მაშინ, იმაზე უფრო ადრინდელი ამბავია ბებია. _ რა! ნიკოლოზის დროინდელია? _ არა ბებია, თლად მეფის დროინდელი არაა, მაგრამ აღარც არაფერი აკლია. _ ჰო, კაი მინადორა! მოყევი რაც მოხდა, გისმენ ყურადღებით, ოღონდ თუ რამე ისეთის თქმას აპირებ ანდერძს და განძს რომ შეეხება, ერთი სიტყვა არ გამოტოვო იცოდე! _ იხუმრა სოსომ. _ბებია! იმხელა ანდერძი და იმხელა განძი, რაც შენმა წინაპარმა_ ოსია იობაძემ დაგიტოვა... _ რა დამიტოვა მინადორა ამნაირი? _ გაშტერებული უყურებდა სოსო ბებიას, _ მაგი თუ იცოდი შე ქალო, სად იყავი ამდენ ხანს, გავსკდით ლობიოს ნაჭამი!.. (არ უყვარდა ლობიო სოსოს...) _ კარგად მომისმინე ბებია! _ დაიწყო მინადორამ. _ მინადორა, კარგად მოგისმენ კი არა, მაგნიტაფონზე ჩევიწერ ჰიმნივით შენ ნათქვამს და ფეხზე წამოვდგები ყოველი მოსმენისას! _ უთხრა ფეხზე წამომდგარმა და გულზე ხელდადებულმა სოსომ. _ ჰე! დეიწყე ახლა მინადორა, თუ არა... მეიცა, მეიცა, არ დეიწყო ბებია, წავალ ბარს და კირკას მევიტან და მერე მომიყევი. _ არ გინდა ბებია კირკა, _ გააჩერა კირკის მოსატანად გამზადებული შვილიშვილი მინადორამ.. _ არა, ხო ბებია? არ მჭირდება ხო ბარი და კირკა? სატირლად გამზადებული ბავშვივით იკითხა სოსომ. _ არა ბებია, არ გჭირდება შვილო.-ალერსით გადააფიქრებინა ტირილი მინადორამ. _ მინადორა! უბარო და უკირკო განძი, წერეთელმაც ქე დოუბარა რაჭველებს და დღემდე არ იციან რა დოუბარა! მაგნაირი ანდერძი დამიბარა ოსია იობაძემ? _ იკითხა კირკა, ბარ და იმედ წართმეულმა სოსოია იობაძემ. _ მინადორა! კაი, კირკა არ მჭირდება გევიგე, მაგრამ არ მითხრა ახლა იმ კომპასივით ხელის საათს რომ ინახავ, დინამოს სტადიონის ხელა როა და არ ვიცი კიდე, ბაბუაჩემის თუ ბაბუაჩემის მამის ოსიას ნახმარ “მაკენტოჟის” პალტოს, არც იმ პალტოს ჩევიცვამ და არც იმ კრაზის პაკრიშკასავით საათს არ გევიკეთებ, წინასწარ გაფრთხილებ იცოდე! რანაირი ანდერძიც არ უნდა მითხრა ახლა! _ არა ბებია, შენი ჭირიმე, რავა გეტყვი “მაკენტოჟის” პალტო ჩეცვითქვა, ქე ვიცი რომ არ იკადრებ იმის ჩაცმას მარა... ისეთ კაცს ეცვა ის პალტო ბებია, …ვინც განძი და ანდერძი დაგიტოვა. _ აა, უყურე ახლა შენ! _ თქვა სოსომ. მინადორა! ე.ი. განძი და ანდერძი არსებობს ხომ?_ ხმამაღლა შეეკითხა 87 წლის მინადორა ბებიას სოსო, ეგებ ყურში არ ესმისო. _ ხო გითხარი ბებია, განძიც არის და ანდერძიც თქვა,_ გაუმეორა მინადორამ. _ მაშინ, მინადორა, რას გეტყვი იცი? ჩევიცვამ იმ “მაკენტოჟის” პალტოს, დევიკავებ ხელში კირკას და ბარს და ისე მოგისმენ, რა მოხდება აა? უფრო კარგად მოგისმენ მინადორა. _ შეეხვეწა შვილიშვილი. _ არაფერი არ მოხდება ბებია, “მაკენტოჟი” ქე ჩეიცვი, იმ სულკურთხეულ ოსიას გოუხარდება მარა, კირკა და ბარი არ დაგჭირდება. _ აუხსნა ბებიამ. _ მინადორა! გამარკვიე თუ ქალი ხარ! – აპა, კირკა და ბარი თუ თუ არ მჭირდება, ამ პაპანაქება სიცხეში იმ სიგრძე “მაკენტოჟის” პალტოთი და ხელზე “კრაზის პაკრიშკა” გაკეთებული რო დაგიჯდე მოსასმენად და ვინმე შემოვიდეს, რა უნდა უთხრა? ასე გამოწყობილი მიყვარს ბებიაჩემის მოსმენა თქვა?? _ კაი ბებია, როგორც გინდა ისე გეცვას, ოღონდ მომისმინე _ უთხრა მინადორამ. _ მინადორა! მომიყევი თუ იწყებ! თუ არა, ვატყობ მართლა დამჭირდება კირკა და ბარი ორივესთვის! _ თქვა ბოლოს “მაკენტოჟის” პალტოს ჩაცმას გადარჩენილმა სოსომ. _ ეს ამბავი ასე მომხდარა ბებია, _ დაიწყო მინადორამ მოყოლა _ პირველი მსოფლიო ომის დროს, რუსეთს შიმშილმა და ავადმყოფობამ, განსაკუთრებით ხოლერამ და ტიფმა, მუსრი გაავლო! იხოცებოდა დიდი და პატარა. მარტო ხოლერამ, ერთ მილიონზე მეტი კაცი დაუხოცა რუსებს. _ ქოლერა ქვია მინადორა. – შეუსწორა სოსომ. _ ჰო, ბებია, მაგრამ ჩვენ ხოლერას ვეძახდით. _ ისე, საიდან შემოვიდა ბებია ქოლერა რუსეთში? _ იკითხა შვილიშვილმა. _ საიდან შემოვიდა არ ვიცი შვილო, მაგრამ ძველად, მდინარე “ბრახმაპუტრას” აბრალებდნენ – ინდოეთში რომ არის. _ რა არის, რას შვება მერე ეს ქოლერა, მინადორა, რით კლავს ხალხს? _ იკითხა სოსომ. _ ფაღარათია ბებია, ფაღარათი! _ ჩვენთან ტრაწს რომ ეძახიან იმას? – იკითხა სიტყვა ტრაწს უფრო მიჩვეულმა სოსომ. _ მერე, ტრაწი კლავს კაცს? _ თქვა გაკვირვებულმა. _ კლავს ბებია, აბა რას შვება. იცლება წყლიდან ორგანიზმი და კვდება მერე კაცი. ისე, სხვათაშორის, ძველქართულად ინთილა ქვია მაგ დაავადებას და საქართველოს ყველაზე დიდი მტერი , შაჰ-აბასი მაგ ავადმყოფობამ მოკლა რო იცოდე შვილო, მიჯინებულმა ინთილამ! _ აუხსნა ფაღარათი ძველ ქართულად მინადორა ბებიამ. _ რას ლაპარაკობ მინადორა, შაჰ-აბასი ტრაწმა მოკლა? – გაოცდა სოსო. - კი ბებია, მის ტრაწში ჩაახრჩო მისმა ცოდვებმა! _ ფუ, მაგის ტრაწიანი დედაც... _ გულიანად მიაკურთხა სოსო იობაძემ, თითქმის ნახევარი მილიონი ქართველის მომნელებელის სულს. _ ჰოდა ბებია, რო გეიგო სულკურთხეულმა ბაბუაშენის მამამ, ოსია იობაძემ, რუსეთში ხალხი პარტყა-პურტყით კვდებაო, შეწუხდა ნამეტანი, მოკიდა ხელი თურმე ორ ოცლიტრიან ღვინის “ბაჩონკას” და ქე წავიდა რუსეთში დასახმარებლად. _ კაი, მარა, მინადორა, რომ იძახი ხალხი ჩიტებივით იხოცებოდაო, ოსია იობაძე გასვენების ღვინით წევიდა რუსეთში სამძიმრის სათქმელად? ეტყობა თევზი და ლობიო ჰქონდათ რუსებს და ამან ღვინო ჩოუტანა “от меня”-ო _ არა ბებია, არა. ღვინო ერთ ლიტრა წყალში მესამედი რომ ჩაასხა და დაალევინო ავადმყოფს: ქოლერიან, ტიფიან და როგორც სულგანათლებული ოსია ამბობდა, შავ ჭირსაც კი შველისო. მკვდარს აყენებს ფეხზე და ამიტომ წეიღო ღვინო რუსეთში. _ ე.ი. რუსების სამკურნალოდ წასულა არა? – გაერკვა სოსო. _ ჰო, ბებია, მაგას გეობნებოდი, წამლად წეიღო ღვინო, იმ სულმნათმა ოსია იობაძემ. _ კი მაგრამ, რუსეთში არ იცოდნენ ეს წამალი?უკვე აღარ ხუმრობდა სოსო. _ არ იცოდნენ ბებია და ოსიამ ასწავლათ, რამდენი კაცი გადოურჩენია სიკვდილს ვინ მოთვლის თურმე. _ კაი მაგრამ, მინადორა, ორი ოცლიტრიანი “ბაჩონკა” ღვინო რანაირად ეყო ტრაწიანი, ტიფიანი და ჭირიანი რუსების მკურნალობას? _ არა, რა თქმა უნდა არ ეყოფოდა ბებია, კაცს აგზავნიდა და მიჰქონდა საქართველოდან რუსეთში დიდი “ბაჩონკებით” ღვინო თურმე. _ ბოლოს ისე გაუთქვია სახელი რომ ერთ ქართველ კაცს, რომელიც ლენინს ნაცნობა, შეუხვედრებია კიდეც ლენინი ოსიასთვის. _ ვინ კაცო?? ოსია ლენინთან იყო ნამყოფი? არ გამაგიჟო მინადორა. _ გაოცებული ეკითხებოდა შვილიშვილი. _ დერჟინსკის დამართნია თურმე ტიფი და მოურჩენია ოსიას. _ მოუმატა შვილიშვილის გაოცებას მინადორა ბებიამ. _ დერჟინსკი გადაარჩინა მინადორა ოსიამ? ნუ ამწიე ჭკუიდან, რეებს მიყვები ბებია. _ კი ბებია, ოსია იობაძეს გადოურჩენია და ლენინიც ამიტომ შეხვდა, ამდენი ხალხი რომ გადაარჩინა სიკვდალს. _ თუ ტრაწი ქონდა ლენინსაც, ჰა, მინადორა? გამოტყდი, გამეხარდება. გაეცინა სოსოს. _ მერე, მერე?? _ მერე ბებია, მომკვდარა ლენინი სიცილით ოსიას გვარი რომ გოუგია Иобадзе-ო, მერე სახელი რომ უთქვია ოსია მქვიაო, ლენინს უთქვამს: შენ იქნები ვასიაო დღეიდან და არა ოსიაო, გვარიც, რადგან ღვინით კურნავ ხალხს “Виноградови”-ი გექნებაო. უყვარდა ლენინს ხალხის მონათვლა და ასე გახდა ოსია იობაძე _ “ვასია ვინოგრადოვი”. _ რას ამბობ მინადორა, ოსია ვასია იყო? სასწაულებს ისმენდა “ვასია ვინოგრადოვის” შვილთაშვილი სოსოია იობაძე. _ კი ბებია, ასე იყო მაგი ამბავი და ის საათი შენ რომ არ მოგწინს, პირადად ლენინის ნაჩუქარია და აწერია კიდევაც უკნიდან “Василый Виноградову за безценную помошщь трудиящихся и крестян от ЦК РКП(б)” მერე ქვეყანა ხალხს გადოუკეათებია გვარი ვინოგრადოვებად ოსიას პატივსაცემად, კიდე იმიტომ რო ქალებიც ყვარებია ცხონებულს და... ღიმილით მეტყოდა ხოლმე _ ბევრსაც მე გოვუკეთე გვარიო. _ ეტყობა დიდხანს დარჩენილა ოსია-ვასია რუსეთში აა, მინადორა? _ კი ბებია, დიდხანს ყოფილა, როგორც თვითონ ამბობდა _ მერე რატომ დაბრუნდა საქართველოში? _ იკითხა სოსოია ვინოგრადოვმა თუ იობაძემ. _ მერე ბებია თვითონ არ ყვებოდა, მაგრამ იცოდა, ნამდვილად იცოდა იმ ცხონებულმა, ვიღაცეებს ისე გოულახავთ, სულ “ ვაი ოსიას დედასო” იძახოდა თურმე. _ რისთვის გალახეს ბებია, ტრაწიანების მორჩენისთვის? _ რისთვის და, ვინ გკითხავს შენ გასაწყვეტი რუსების მკურნალობასო! _ უძახოდნენ თურმე სასიკვდილოდ გამეტებულს. სიკვდილამდე არ ამბობდა ვინ მოუწყო ეს ამბავი. _ ვინ ბებია, ვინ მოუწყო არ უთქვია? _ არ ესიამივნა სოსოს წინაპრის ცხვირ-პირის დალეწვა. _ ვინ და ვისაც ქართველების და რუსების სიკეთე არ უნდოდა იმან! _ მინადორა, თუ გეიგეს რაც შველოდა ქოლერას, ტიფს და რა ვიცი კიდევ იმდენ უბედურობას, მერე რუსები ღვინოს ვერ იშოვიდნენ? _ ლოგიკური კითხვა დასვა სოსომ. _ კი ბებია, რავა ვერ იშივიდნენ ღვინოს, იმხელა ქვეყანაში ზოგიერთ ადგილას კი ხარობს ვენახი მარა... _ რა მარა, ბებია, სხვანაირია უკრაინული და მოლდავური ღვინოები? _ სხვანაირია ბებია, ზუსტად რომ სხვანაირია! _ შემოიტანდნენ შე ქალო, ბოლოს და ბოლოს საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და რავიცი კიდე რამდენი ქვეყნიდან. _ ჰოდა, ეგ განსხვავებაა ბებია, ჩვენს, ქართულ ღვინოსა და მაგათ ღვინოებს შორის. _ რა, მინადორა?_ ვერ განასხვავა ღვინო სოსომ. _ რა და ის რომ არ კურნავს ბებია სხვა ღვინო არა, ღვინოა, მარა არ კურნავს. _ გაუმეორა მინადორამ. _ რომ მიხვდა მერე ის ჩემი ცოდვით სავსე ლენინი, სხვა ღვინოს რომ არ ჰქონდა ის მადლი, ქე დაავალა მის მეგობარ ქართველებს, მაგნაირი მიწა, სადაც ღვინოს შეუძლია ასეთი სასწაულების მოხდენა, ჩვენი უნდა გახდესო. მერე ქე იცი ბებია რაც მოხდა... _ ე.ი. ოსია იობაძის ბრალი ყოფილა ბევრი რამ აა, მინადორა? _ კი ბებია, ყოფილა, მაგრამ მე ვერ ვაბრალებ ჩემ მამამთილს, იმიტომ რომ სიკეთეს აკეთებდა ბებია და ვისთვის დოუფასებიათ ბებია სიკეთე?!.. ისე სულ იძახდა ცხონებული: ჩემმა მორჩენილმა ტრაწიანებმა ეს რა დამართეს ჩემს ქვეყანასო. არ აპატიეს ბებია ტრაწიანების ძახილი და 1937-ში მეორეჯერ და უკანასკნელად დააძახებინეს “ვაი, ოსიას დედასო”. წეღან, ბებია რო ინერვიულე ქართული ღვინო აკრძალესო, იცი რა მინდა გითხრა? მაგი, რუსის კაცის მოგონილი არ იქნება ბებია. _ აბა ვისი მოგონილი იქნება მინადორა? – შეეკითხა სოსო. _ ფილოქსერა კაცის მოგონილი იქნება ბებია . _ ფილოქსერა ვინ უბედურობაა მინადორა? _ მწერია ბებია ვენახის, მაგრამ ფილოქსერამ არ იცის შაბიამნის არსებობა, მიასხამ ვენახს შესაწამლი მანქანით და მორჩა... ზუსტად ასე უნდათ იმ ფილოქსერა კაცებს შეწამვლა და მორჩა... იმ ფილოქსერა კაცებს უნდათ ჭირი, ხოლერა და რა ვიცი კიდევ რა დამართონ... თუ არა ღვთისმშობლის მიწაზე რო ღვინო მოვა, იმნაირი რაფერ მოვა სხვა მიწაზე, სამოთხის ღვინოა ბებია ეს, ქრისტეს სისხლია და იმიტომ კურნავს ყველაფერს. ცოტა ხანში მიხვდებიან ბებია, მაგენის კაცები ამას და თუ ვერ მიხვდებიან…... მაშინ შენ უნდა მოკიდო ხელი ბებია “ბაჩონკას”, წახვიდე რუსეთში და უმკურნალო შენი წინაპარივით. ეს არის ბებია, შენი ყველაზე დიდი განძიც და ანდერძიც!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ვინ აცლის ბებიას ლაპარაკს,სოსომ რომ აცალოს,წაკითხული კიდევ გაზეთ ''ლიტერატურულ საქართველოში" გექნება ჭირიმე. ვინ აცლის ბებიას ლაპარაკს,სოსომ რომ აცალოს,წაკითხული კიდევ გაზეთ ``ლიტერატურულ საქართველოში" გექნება ჭირიმე.
19. გამაღიზიანა იმან რომ არ აცლის მინადორას ლაპარაკს და პირში სიტყვას გაზეთივით უხევს:):) სხვა მხრივ მომეწონა ძალიან და თითქოს სადღაც მაქვს წაკითხული...ასეთი შეგრძნება დამრჩა;) მთლიანობაში მომეწონა+7 გამაღიზიანა იმან რომ არ აცლის მინადორას ლაპარაკს და პირში სიტყვას გაზეთივით უხევს:):) სხვა მხრივ მომეწონა ძალიან და თითქოს სადღაც მაქვს წაკითხული...ასეთი შეგრძნება დამრჩა;) მთლიანობაში მომეწონა+7
18. აღარ ვიცი რა ვთქვა,შესანიშნავიპროზაა,იუმოტით შეზავებული,,ბევრივიცინე, მომეწონა მინადორა ძალიან +10 აღარ ვიცი რა ვთქვა,შესანიშნავიპროზაა,იუმოტით შეზავებული,,ბევრივიცინე, მომეწონა მინადორა ძალიან +10
17. განსაკუთრებიული თავისებურებებით აღწერ საინტერესო სიუჟეტებს ჩემო უფროსო მეგობარო. მართლა კარგი იყო. 5555555555555555 + 55555555555555555555 განსაკუთრებიული თავისებურებებით აღწერ საინტერესო სიუჟეტებს ჩემო უფროსო მეგობარო. მართლა კარგი იყო. 5555555555555555 + 55555555555555555555
16. რამის სამსახური დავარგე ისე გადავიკისკისე. გაიხარე ადამიანო ასე წერა რომ შეგიძლია. აი ფილოქსერები კი შორს. რამის სამსახური დავარგე ისე გადავიკისკისე. გაიხარე ადამიანო ასე წერა რომ შეგიძლია. აი ფილოქსერები კი შორს.
13. ბტ პეტრეიე:) ეს წავიკითხე გუშინ ღამე ხოდა ქულის დაწერაც მინდდოა და კომენტრის დადებაც, მაგრამ ღამის 2 საათი იყო და მოვერიდე, არ გავაღვიძოთქო:)) ან რას იფიქრებდით ჩემზე, გოგო რომ ღამის 2 საატზე ოკმენტარს დაგიდებს ის სახლში შემოსაშვები არ არის:) ხოდა ამ გარემოებებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება დღეს თქვენტვის აღდგომის ბრჭყვინვალე დღესასწაული მომელოცა კაი 5 თიანით და აქვე ჩავუსხდეთ და დავილოცოთ:)) ძაან მაგარი იყო - ეიფ:)) ბტ პეტრეიე:) ეს წავიკითხე გუშინ ღამე ხოდა ქულის დაწერაც მინდდოა და კომენტრის დადებაც, მაგრამ ღამის 2 საათი იყო და მოვერიდე, არ გავაღვიძოთქო:)) ან რას იფიქრებდით ჩემზე, გოგო რომ ღამის 2 საატზე ოკმენტარს დაგიდებს ის სახლში შემოსაშვები არ არის:) ხოდა ამ გარემოებებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება დღეს თქვენტვის აღდგომის ბრჭყვინვალე დღესასწაული მომელოცა კაი 5 თიანით და აქვე ჩავუსხდეთ და დავილოცოთ:)) ძაან მაგარი იყო - ეიფ:))
12. ვარ ქაშიკ როგორც იაკუტიის ალმასი!:))
ვარ ქაშიკ როგორც იაკუტიის ალმასი!:))
11. როგორ ხარ ბნ პეტრე?:) მე ფილოქსერა მახსოვს ჯერ კიდევ როდიდან:) 5 როგორ ხარ ბნ პეტრე?:) მე ფილოქსერა მახსოვს ჯერ კიდევ როდიდან:) 5
10. კარგია! მოკითხვა თეკლასგან :) კარგია! მოკითხვა თეკლასგან :)
9. ახლაც სიამოვნებით წავიკითხე:)5 ახლაც სიამოვნებით წავიკითხე:)5
8. ახლაც სიამოვნებით წავიკითხე:)5 ახლაც სიამოვნებით წავიკითხე:)5
7. კარგია და საინტერესო, 5 კარგია და საინტერესო, 5
6. ეს მახსოვს! ეს მახსოვს!
5. ეს მახსოვდა თითქოოოოოს ეს მახსოვდა თითქოოოოოს
4. ძალიან მომეწონა.ძალიან. ძალიან მომეწონა.ძალიან.
3. ცოტა გაწელილი იყო ფინალისთვის სოსო იობაძეც ბევრს ლაპარაკობს და არ აცდის ბებიას :)
მაინც 9 ქულა ცოტა გაწელილი იყო ფინალისთვის სოსო იობაძეც ბევრს ლაპარაკობს და არ აცდის ბებიას :)
მაინც 9 ქულა
1. კარგია, პეტრე, კარგი! მაპატიე, 4-ზე დამეწკაპუნა! 5 მინდოდა! კარგია, პეტრე, კარგი! მაპატიე, 4-ზე დამეწკაპუნა! 5 მინდოდა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|