ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლე ვანი
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2012


* * *

            ***
თეთრი დუმილი...
ტაეპს იგონებს დილა.
ფიფქი ზამთარს წერს.
            ***
თებერვლის ღამე
მიიპარება ჩუმად.
დილა გაფითრდა.
            ***
ცარიელი დღე...
ღრუბლებმა მოთოვეს ცა...
და დღე გაივსო.
            ***
ფოთოლი ხმელი...
სიმშვიდე იმსხვრევა ამ
ყვითელ თითებში.
            ***
ფოთლებს ხეები
სცვივათ სავსე მთვარის ქვეშ...
და ყვითლდებიან.
            ***
ცა წვეთებია.
გუბეები ივსება
ნაფეხურებში.
            ***

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები