ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უკრაინკა
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2012


...

წვიმისფერით, ქალაქი, სევდას როგორ მოუცავს...
ჩემს თბილ დედაქალაქში, თბილი წვიმა მოცურავს,
დაუფარავთ ქუჩები თბილი წვიმის აჩრდილებს,
ჩვენი თბილი ამბავი, ამ ქალაქსაც ამშვიდებს...
და, პატარა ქუჩები, რამდენ... წამებს მახსენებს,
ეს პატარა ქალაქი, თბილი სიოს ფერია...
და, რამდენი... წუთები, ამ თავგადასავლების...
მე და შენი, ძვირფასო, სიყვარულის ფერია!!!
მაგრამ, თითქოს ხუნდება ჩვენი თბილი ფერები,
ამ ქალაქში ბრუნდება წვიმისფერი დღეები,
თითქოს, ხალხის თვალებში გამქრალა იმედები,
ამ თბილ დედაქალაქში, დადგა ცივი დეღები,
ვეძებ და ვერ ვპოულობ, ხალხის თვალში იმ სხივებს,
ღვიძლი შვილი არ უნდათ და სხვის შვილ ვინღა იშვილებს...
თითქოს რაღაც მომხდარა, და ჩვენი ხალხიც გაცივდა,
ამ ჩვენს თბილისქალაქის თბილი ფერი წავიდა...
წვიმისფერით, ქალაქი, სევდას როგორ მოუცავს...
ამ  თბილ დედაქალაქში, ცივი წვიმა მოცურავს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები